weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სააკაშვილმა მითხრა, რომ ამდენი ხალხი „ვარდების რევოლუციაზე“ არ ყოფილა – წითლიძე

13:01 პარასკევი, 15 ოქტომბერი 2021

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ანა წითლიძე მიხეილ სააკაშვილს ციხეში შეხვდა. როგორც მან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა, საუბრის ერთ-ერთი თემა გუშინდელი საპროტესტო აქცია იყო.

„ძალიან ემოციური იყო მისთვის ამ ყველაფერის ყურება და ამდენი ხალხის ნახვა. მე ვკითხე, „ვარდების რევოლუციაზე“ რამდენი ადამიანი იყო და მან მითხრა, რომ არ ახსოვს ეს რაოდენობა და ამდენი ხალხი „ვარდების რევოლუციაზე“ არ ყოფილა“, – განაცხადა წითლიძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ანა წითლიძის თქმით, ის არის გამხდარი, ფერმკრთალი და გადაადილება უჭირს. როგორც წითლიძე ამბობს, ამ საკითხზე მიხეილ სააკაშვილმა ბევრი არ ალაპარაკა და უთხრა, რომ როდესაც ქვეყანაა გადასარჩენი, ეს მნიშვნელოვანი არაა.

„მთავარი აქცენტი მას გადატანილი აქვს მეორე ტურებზე და თვლს, რომ მეორე ტურებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვება. ყველა ჩვენს მხარდამჭერს მოუწოდებს, რომ მობილიზდეს მეორე ტურებისთვის, რადგან მეორე ტურებზე გადის ჩვენს მიერ დაწყებული გამარჯვების ბოლომდე მიყვანა“, – აღნიშნა დეპუტატმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის. ის თბილისში, პირველ ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პატიმარია და პროტესტის ნიშნად მე-15 დღეა შიმშილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]