weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

კოვიდის შემთხვევების გამო გურჯაანში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დროებით დაიკეტა

15:49 პარასკევი, 15 ოქტომბერი 2021

გურჯაანში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალმა, თანამშრომლების კორონავირუსით ინფიცირების გამო, მუშაობა დღეიდან დროებით შეაჩერა. როგორც „რეგინფოს“ გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურში განუცხადეს, კორონავირუსი ბანკში დასაქმებულ 12 ადამიანს დაუდასტურდა.

ფილიალი მუშაობის განახლებას ორშაბათს, 18 ოქტომბერს გეგმავს.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 3270 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 586 კახეთშია რეგისტრირებული. გურჯაანში ვირუსი 145 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო ორი კვირაა, კახეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების ტენდენცია ფიქსირდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, ეს რთველს და სოციალურ ღონისძიებებს უკავშირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]