weather cur horoscope tv
დეკემბერი 01, 2021

ჩვენი მმართველობითაც ბევრია იმედგაცრუებული, მაგრამ ჩვენ არ ვმართავთ ბოროტებით – წულუკიანი

02:57 კვირა, 17 ოქტომბერი 2021 hits 206

„პირველი ტურის შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ არა ერთ ადგილას აჩვენა, რომ კვლავ უმრავლესობა გვაქვს, რაც ამდენი წელი ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ ადვილი არ არის“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში, წულუკიანმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ბოროტი ძალა უწოდა და თქვა, რომ „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ცხრა წლის თავზე მან ვეღარ შეძლო ხელისუფლების შენარჩუნება.

„ჩვენ კი ეს შევძელით, იმიტომ, რომ ჰუმანური ძალა ვართ, კი ბატონო, ბევრი სისუსტეებით და ჩვენი მმართველობითაც ბევრია იმედგაცრუებული, მაგრამ ჩვენ არ ვართ ის ძალა, რომელიც ბოროტებით, ცეცხლით და მახვილით მართავს. ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ადამიანებისგან შედგება და ადამიანს, რა თქმა უნდა, მმართველობისას შეიძლება, მოუვიდეს შეცდომა, მაგრამ არც ერთი შეცდომა არ არის ისეთი, რომელიც თუნდაც, იმას გვაფიქრებინებდა, რომ „ქართულ ოცნებას“ არა ქვეყნის განვითარება, არამედ ჩაგვრა და ახალგაზრდებისთვის მომავლის პერსპექტივის მოსპობა სურს“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ყველამ, ვინც ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებაშია, სწორი ანალიზი უნდა გამოიტანოს იქიდან, რომ არჩევნების მეორე ტური დაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]