weather cur horoscope tv
დეკემბერი 01, 2021

ხობში ყოფილი პოლიციელი, ენმ-ის მხარდამჭერი ლექსო რაფავა დააკავეს

12:29 ხუთშაბათი, 21 ოქტომბერი 2021 hits 523

ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი, ლექსო რაფავა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გაავრცელეს. მათი თქმით, რაფავას საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაცია გამთენიისას ჩატარდა, რა დროსაც, სამართალდამცველებმა მას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს.

„გამთენიისას შევიდნენ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და იმერეთის სამხარეოს თანამშრომლები პოლიციის ყოფილი უფროსის, ლექსო რაფავას ოჯახში, ბავშვების და მეუღლის თვალწინ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა დადეს ლეიბის ქვეშ“, – განაცხადა თენგო ჯგუშიამ.

ლექსო რაფავას მეუღლის თქმით, დაკავებულს სახლში რეგისტრირებული იარაღი ჰქონდა, რომელიც სამართალდამცველებმა წაიღეს. დაკავებული ქუთაისში, წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ინფორმაციით, ჩხრეკა ჩატარდა ზუგდიდშიც, რუსლან შამახიას სახლში. მათი შეფასებით, მომხდარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს უკავშირდება.

„ეს არის შეშინებული, არაადეკვატური ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედება, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი - გაანეიტრალოს ის ადამიანები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ არჩევნების გაყალბების სქემის გაშიფვრაში“, – განაცხადა პარლამენტარმა ანა წითლიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

ლექსო რაფავა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხობის რაიონული სამმართველოს უფროსი 2010 – 2012 წლებში იყო. მანამდე ის პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]