weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მელია ისე ვერ გახდება თბილისის მერი, როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი – ღარიბაშვილი

13:06 პარასკევი, 22 ოქტომბერი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოზრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია თბილისის მერი ვერ გახდება და ეს მანაც „ძალიან კარგად იცის“.

„მელია ისე ვერ გახდება თბილისის მერი, როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი, ეს მინდა ვუთხრა ბატონ მელიას და შეეშვას ტყუილებს. ვიცი, მანაც ძალიან კარგად იცის, რომ ვერ გახდება თბილისის მერი, რადგან ის არის ჩვეულებრივი ჯალათი, ჩვეულებრივი ზონდერი, კრიმინალი და არ იმსახურებს ჩვენი ქვეყნის ხელმეორედ დანგრევას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 20 ქალაქსა და 42 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. თბილისის მერობისთვის „ქართული ოცნებიდან“ კახა კალაძე იბრძვის, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – ნიკა მელია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პირველ ტურში კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 45% (216 344 ხმა) მიიღო, ხოლო ნიკა მელიამ – 34% (163 489 ხმა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]