weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ღამით სააკაშვილის ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა – ადვოკატი

13:33 ორშაბათი, 25 ოქტომბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილის წუხელ რეანიმატოლოგთა დახმარება დასჭირდა. ამის შესახებ დღეს, სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

„გუშინ ღამით მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი დაეცა კრიტიკულ ზღვრამდე და საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა, რის შემდეგაც დასტაბილურდა ეს მაჩვენებელი.

ეს ადასტურებს იმას, რაც კონსილიუმმა საკუთარ რეკომენდაციაში და დასკვნაში თქვა, რომ ახლა შიმშილობის ისეთ ფაზაში შედის მესამე პრეზიდენტი, რომ ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგება დაუყოვნებლივი სამედიცინო სერვისის გაწევა“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ადვოკატმა სიცრუე უწოდა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ექიმების კონსილიუმის მიერ სააკაშვილის სამოქალაქო, კერძო კლინიკაში გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა.

„კონსილიუმმა საკუთარ დასკვნაში თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც შესაძლებელი იქნება, ანუ არსებობს, მაგნიტორეზონანსული კვლევის, კომპიუტერული ტომოგრაფიის და დუპლექს სკანირების გაკეთება. ამის შემდეგ ვნახეთ სახალხო დამცველის შეფასება, რომლის წარმომადგენლებმა შეამოწმეს N18 დაწესებულება და დადეს დასკვნა, რომ იქ შესაძლებელი არაა არც მაგნიტორეზონანსული კვლევის და არც კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება. შესაბამისად, აშკარაა, რომ იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციას“, – თქვა საძაგლიშვილმა.

ადვოკატის თქმით, იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს არა სააკაშვილზე ზრუნვის მოტივით, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებებით.

 

ამ თემაზე:

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში არ უნდა გადაიყვანონ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]