weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რომელი ნესტან-დარეჯანი სააკაშვილია, რომ ვიღაცამ ციხიდან გამოიხსნას? – კობახიძე

17:32 ორშაბათი, 25 ოქტომბერი 2021

„რომელი ნესტან-დარეჯანი სააკაშვილია, რომ ვიღაცამ ციხიდან გამოიხსნას?“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ.

კობახიძეს ჟურნალისტმა კომენტარის გაკეთება სთხოვა საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შესახებ პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სააკაშვილის მიზანი იყო „სიმულიანტობა“, თითქოს მისი მდგომარეობა დამძიმდა, რათა რამენაირად კერძო კლინიკაში გადაეყვანათ, რის შემდეგაც მხარდამჭერები გაათავისუფლებდნენ.

„მისი ილუზიებით, 30 ოქტომბერს მხარდამჭერების მობილიზება მოხდებოდა და გაიყვანდნენ საავადმყოფოდან, „გაათავისუფლებდნენ“ სააკაშვილს. მე პრემიერ-მინისტრი ვარ და მაქვს ინფორმაციები. წარმოიდგინეთ, როგორ ილუზიებში არიან. როგორც ვერ განახორციელა ბინძური პროვოკაცია, როცა მას უნდოდა 2 ოქტომბერს გამოსულიყო რუსთაველზე და იქ მომხდარიყო 2-3 ოპოზიციონერი ლიდერის მკვლელობა და დესტაბილიზაცია ქვეყანაში, ასევე ჩაეშლებათ და ჩაეშალათ ეს გეგმაც“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

ამ დრომდე გაურკვეველია, სად გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, მისი ჰოსპიტალიზება N18 დაწესებულებაში მოხდება, რომელიც გლდანის ციხეში მდებარეობს. ამის წინააღმდეგი არიან ადვოკატები და თავად მიხეილ სააკაშვილი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ უნდა შეირჩეს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის სრულფასოვანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს. ის პროტესტის ნიშნად 25-ე დღეა შიმშილობს. ადვოკატის ინფორმაციით, ყოფილ პრეზიდენტს წუხელ რეანიმატოლოგის დახმარება დასჭირდა იმის გამო, რომ ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]