weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ზაზა გულიაშვილს ქარელში არ ჰყავს ალტერნატივა – ღარიბაშვილი

18:08 ორშაბათი, 25 ოქტომბერი 2021

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სჯერა, რომ ქარელის მუნციპალიტეტის მერის არჩევნების მეორე ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაზა გულიაშვილი გაიმარჯვებს, რადგან მას ალტერნატივა არ ჰყავს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ქარელში, მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ქარელში ჩვენმა კანდიდატმა მაღალი შედეგი დადო პირველ ტურში, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, მეორე ტური გაიმართება, რომელშიც დამაჯერებლად გაიმარჯვებს ჩვენი კანდიდატი, ბატონი ზაზა გულიაშვილი, იმიტომ, რომ ქარელში მას არ ჰყავს ალტერნატივა. იგი არის ღირსეული კანდიდატი, ქარელის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს დაუჭერს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების მისამართით თქვა, რომ მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო: „არცერთი ჩვენი ამომრჩეველი არ უნდა დარჩეს სახლში. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მივიღოთ ყველამ და დავდოთ ძალიან ძლიერი შედეგი. ამის მჯერა“.

ზაზა გულიაშვილმა არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართა, არჩევნებზე მისული ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტის მოპოვება ვერ შეძლო. ეს იმ ფონზე, როდესაც 2014-2017 წლებში ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო, 2017 წლის ნოემბრიდან კი მერი. გულიაშვილს ხმა 8597 ადამიანმა (45.7%) მისცა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ნიკოლოზ ახალკაცს 6399 ამომრჩეველმა (34%).

 

ამ თემაზე:

აღმოჩნდა მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც არ სურს ქარელის განვითარება – გულიაშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]