weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ნაყოფიას თქმით, სააკაშვილს წერილების გავრცელების შესაძლებლობა შეუზღუდეს

17:10 სამშაბათი, 26 ოქტომბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სენაკის მერობის კანდიდატის კობა ნაყოფიას განცხადებით, რუსთავის ციხის ადმინისტრაციამ იმ სართულზე, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, რემონტი ჩაატარა და ფანჯრები დაბურა. გარდა ამისა, როგორც ნაყოფია ამბობს, ციხიდან სააკაშვილის წერილების გამოტანას ვეღარ შეძლებენ იქ შესული პარლამენტის წევრები.

კობა ნაყოფიას თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის პანიკური შიში აქვს.

„ყველაფრის ეშინიათ და დღეს არის ახალი „ნოუ ჰაუ“. იცით, რომ მიხეილ სააკაშვილს აკრძალული აქვს ზარების განხორციელების უფლება და მისი ხმის ეშინიათ. ახლა, ყველა ფანჯარა დაბურეს, შეღებეს და ჩაკეტეს ისე, რომ უკვე გარედანაც კამერამ და ვერავინ მისმა მომხრემ ვერ ნახოს. ერთ დღეში ჩაატარეს რემონტი.

დღევანდელი ამბავია ის, რომ მასთან მიმსვლელს უკვე წერილსაც არ ატანენ. როცა შევდიოდი, გამაფრთხილეს, რომ მიხეილ სააკაშვილის წერილის გამოტანა არ შეიძლება, შეიძლება გაიგზავნოს მხოლოდ ფოსტით.

ერთადერთი შესაძლებლობა ალბათ, რომ მივიღოთ მისგან წერილები იქნება ფოსტა, ან ადვოკატი, ანუ პარლამენტის წევრი, ექიმი ან ოჯახის წევრი, რომელიც მასთან შევა, წერილს მიხეილ სააკაშვილისგან ვერ წამოიღებს. გასაგებია, რომ მისი ხმის ეშინიათ და სასამართლო პროცესი გადადეს, რომ ხალხმა ის ვერ დაინახოს და ახლა უკვე მისი კალიგრაფიით დაწერილი წერილისაც ეშინია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. წარმოიდგინეთ რა პანიკაში იქნებიან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა რომ დაუშვან“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებთან, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან პატიმრობაში იმყოფება. ის 26-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]