weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

თამაზ მეჭიაური თიანეთში კოალიციურ მმართველობაზე ენმ-სთან კონსულტაციებს მართავს

11:10 ოთხშაბათი, 27 ოქტომბერი 2021

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები იმის შესახებ, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, თიანეთში ოპოზიციური კოალიციური მმართველობა ჩამოყალიბდეს.

„მესამე ადგილზე გასულმა მიიღო საკმაოდ სოლიდური ხმები. ის არის ჩოჩელი-ოქრუაშვილის პარტია „პროგრესის და თავისუფლების“ წევრი ილია არჩემაშვილი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იქნა წარდგენილი. მან მიიღო საკმაოდ სოლიდური ხმები – 19%-მდე. თავისთავად ცხადია, რომ მეორე ტურის წინ მისი ფაქტორი საკმაოდ დიდია და ჩვენ გვქონდა კონსულტაციები. პრაქტიკულად შევჯერდით“, – განაცხადა მეჭიაურმა ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებენ. როგორც თამაზ მეჭიაური ამბობს, ითანამშრომლებენ ნებისმიერ პარტიასთან, ვისთვისაც თიანეთის ინტერესი პარტიულ დაპირისპირებაზე მაღლაა.

„მერად არჩევის შემთხვევაში, მოგვიწევს საკრებულოსთან თანამშრომლობაც, მიუხედავად პარტიულობისა. ასე რომ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

ვიცი, ზოგიერთები თავს დამესხმებიან – „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეკრაო, დამაბრალებენ. „ქართული ოცნების“ შტაბი თიანეთში მე გავხსენი და ვინც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბი გახსნა, ის „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერია იქ. თუ ამ მხრიდან ვინმე დამიწყებს კრიტიკას, ჯერ თავის გუნდს გადახედოს“, – თქვა თამაზ მეჭიაურმა.

მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმაც. მისი თქმით, მეჭიაურმა კოალიციურ მმართველობაზე მზაობა გამოთქვა.

არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 2 ოქტომბერს ჩატარდა, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ლევან წიკლაურმა ამომრჩეველთა ხმების 43.2% (2726 ხმა) მიიღო, პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, თამაზ მეჭიაურმა 30% (1899 ხმა), ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ილია არჩემაშვილმა – 18% (1141 ხმა).

არჩევნების მეორე ტური შაბათს, 30 ოქტომბერს გაიმართება.

 

ამ თემაზე:

პრემიერმა მეჭიაურს მოუწოდა გზა „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუთმოს – მეჭიაურის პასუხი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]