weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

გურჯაანის მერი ზურაბ უტიაშვილი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

13:55 ოთხშაბათი, 27 ოქტომბერი 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი ზურაბ უტიაშვილი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.

„დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილება არჩილ ხანდამაშვილისგან ოფიციალურად გადმოვიბარე და შევუდექი ჩემი საქმის შესრულებას.

ვფიქრობ, თითოეული გურჯაანელის უშუალო ჩართულობითა და ჩვენი მხარდაჭერით, მომავალი 4 წლის განმავლობაში ყველა იმ საკითხის მოგვარებას შევძლებთ, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად იყო დაყენებული სხვადასხვა სოფელში.
დიდი სურვილი მაქვს, რომ გურჯაანის განვითარებულ, მოწესრიგებულ და ლამაზ ევროპულ ქალაქად გადაქცევაში ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა.

თქვენი ნდობა, ჩემთვის უდიდესი სტიმული და პასუხისმგებლობაა, შესაბამისად, მთელ ჩემს გამოცდილებასა და ცოდნას ჩვენი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სოფლების განვითარებისკენ მივმართავ, ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ!“, - განაცხადა ზურაბ უტიაშვილმა.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]