weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

არჩევნების წინ აფხაზეთიდან ზუგდიდში გადაადგილება შეიზღუდა

16:14 ხუთშაბათი, 28 ოქტომბერი 2021

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე ე.წ. საზღვარი ნაწილობრივ ჩაკეტა. როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, 30 ოქტომბერის ჩათვლით, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა ყველა პირისთვის, სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების გარდა.

დე ფაქტო ხელისუფლებას შეზღუდვის დაწესების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

„მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებები ხშირად უკავშირდება სხვადასხვა გამოგონილ მიზეზებს. მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მსგავსი დამაზიანებელი გადაწყვეტილებები 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებითაც დაფიქსირდა. თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

18 ოქტომბერს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპანტებთან ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე მუშაობდა, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები არიან, არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიეღოთ. როგორც ანა წითლიძე აცხადებდა, ამ საკითხე ოკუპანტებთან მოლაპარაკებებს შპს „ენგურჰესის“ ხელმძღვანელები  ხელისუფლების დავალებით აწარმოებდნენ. კომპანიამ ამ ინფორმაციას „სრული სიცრუე და ცილისწამება“ უწოდა.

30 ოქტომბერს, შაბათს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]