weather cur horoscope tv
მაისი 20, 2024

ღარიბაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ აქციაზე დაახლოებით 150 000 ადამიანი მივიდა

17:46 ხუთშაბათი, 28 ოქტომბერი 2021

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციას „ტრიუმფალური ღონისძიება“ უწოდა და განაცხადა, რომ იქ დაახლოებით 150 000 ადამიანი მივიდა.

„დაახლოებით 150 000 ადამიანი გამოვიდა გუშინ. რაც არ უნდა ტყუილები ილაპარაკოთ, გუშინ მთელმა მსოფლიომ ნახა ქართველი ხალხის ძალა. ასე რომ, ყველას მოგიწევთ დაემორჩილოთ ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ღარიბაშვილმა.

გუშინ, თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ აქცია გაიმართა, რომელსაც პარტიის ლიდერები შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებას უწოდებენ და არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 14 ოქტომბრის აქციის კონტრაქციას.

ხალხმრავლობის უზრუნველსაყოფად მმართველმა პარტიამ რეგიონებიდან მხარდამჭერების და ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება მოახდინა. გავრცელა ვიდეომასალები, სადაც ადამიანები ამბობენ, რომ აქციაში მონაწილეობის სანაცვლოდ თანხა მიიღეს.

მანამდე პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებდა, რომ პარტია აქციის მონაწილეთა კვების ხარჯებს ფარავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]