weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

რა უნდა გააკეთოს ანზორ მელიამ, რასაც მე ვერ გავუკეთებ მათ? – პრემიერი ზუგდიდზე

10:45 პარასკევი, 29 ოქტომბერი 2021

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის, ანზორ მელიას გამარჯვებას „არავითარი აზრი არ აქვს“. ღარიბაშვილმა ამომრჩევლებს მიმართა, არასწორი მოლოდინები ნუ ექნებათ.

„მინდა მოსახლეობას, მათ შორის, სააკაშვილის ამომრჩევლებს მივმართო. რა თქმა უნდა, მისგან განსხვავებით ჩვენ გვაქვს განსხვავებული დამოკიდებულება მისი ამომრჩევლის მიმართ, ისინი ჩვენი თანამოქალაქენი არიან და აბსოლუტური პატივისცემა მინდა დავუდასტურო, იმის მიუხედავად, რომ მათ ჩვენ მიმართ განსვხვებული შეხედულება აქვთ. მე, როგორც პრემიერ-მინისტრმა, მინდა მათ ვუთხრა, რომ

არავითარი აზრი არ აქვს თუნდაც ანზორ მელიას გამარჯვებას ზუგდიდში და რატომ: აი, რა უნდა გააკეთოს ანზორ მელიამ, რასაც მე ვერ გავუკეთებ მათ?

მე რასაც ვეტყვი, ჩემს სიტყვას საქმეს მოვაყოლებ და ყველაფერს გავუკეთებ იმისთვის, რომ რეალური საქმე გაკეთდეს და არამხოლოდ ეს დაპირისპირება, ბოიკოტი, ქაოსი და ალიაქოთი შევიტანოთ ადგილზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

პრემიერ-მინისტრის თქმით, არჩევნების მეორე ტურს ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ მოიგებს.

„მეორე ტურზე კიდევ ერთ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, რა ურჩევნია ჩვენს მოსახლეობას, რომ აი, ამ მუნიციპალიტეტებში იყოს ჩვენი კანდიდატი, ჩვენი მერი და იყოს სრული სინერგია, განვითარება, მშვიდობა, სტაბილურობა და მხოლოდ საქმე თუ რომელიმე მუნიციპალიტეტში, ღმერთმა არ ქნას, გაიმარჯვოს „ნაცმოძრაობის“ წევრმა და შევიდეს ქაოსი, არეულობა, დესტაბილიზაცია და საბოტაჟი. ამ კითხვაზე, მე მჯერა, ჩვენი ბრძენი ხალხი გადაწყვეტს და ძალიან სწორ არჩევანს გააკეთებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

არჩევნების მეორე ტური თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, რუსთავში და 15 მუნიციპალიტეტში ხვალ, 30 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]