weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

თბილისში კოალიციური კანდიდატი იმარჯვებს, მაგრამ აუცილებელია აქტივობა – ჯაფარიძე

16:46 შაბათი, 30 ოქტომბერი 2021

პარტია „ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, თბილისის მერის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატის, ნიკა მელიას გამარჯვების ტენდენცია გამოკვეთილია, თუმცა იმისთვის, რომ გამარჯვება იყოს მყარი, დარჩენილ საათებში ამომრჩევლის აქტივობაა საჭირო.

„ამ მომენტისთვის თბილისში აქტივობა არის ოდნავ უფრო მაღალი, ვიდრე პირველ ტურში იყო. პირდაპირ იკვეთება და ეს არის ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო, რომ კოალიციური კანდიდატი იმარჯვებს თბილისში. ამ მომენტისთვის ეს გამოკვეთილი ტენდენციაა, მაგრამ იმისთვის, რომ განმტკიცდეს ეს გამარჯვება, აუცილებელია, რომ დარჩენილ დროში მოხდეს ჩვენი იმ თანამოქალაქეების მისვლა საარჩევნო უბნებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არ მისულან. აუცილებელია მათი აქტივობა იმისთვის, რომ გამყარდეს კოალიციური კანდიდატის გამარჯვება“, – განაცხადა ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე.

„ლელოს“ ლიდერმა „გაყალბების ფაქტებზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მობილიზებული მხარდამჭერები შედეგებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ.

„ჩვენ გვაქვს ფაქტები - დოლიძის ქუჩაზე, 61-ე სკოლაში იყო ფაქტი ბიულეტენების ჩაყრის, ასევე ისანში 71-ე უბანზე იყო ჩაყრის ფაქტი. შესაბამისად, შედგენილია ოქმები. მობილიზებულია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დიდი არმია, რომლებიც ცდილობენ ზეგავლენა მოადინონ და აქტიურად გადაადგილდებიან სამგორის რაიონში. ასე რომ, ახლა, ამ ყველაფერს უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი თანამოქალაქეების მაღალი აქტივობა იმისთვის, რომ გამარჯვება იყოს მყარი, დიდი სხვაობით, რათა არ მივცეთ „ქართულ ოცნებას“ საშუალება, რომ კვლავ შეეცადოს, რომ ქართველი ხალხის ნება შეცვალოს და გააყალბოს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცმეებით, 15:00 საათისთვის თბილისში ამომრჩევლის აქტივობა 30.8% იყო. პირველ ტურში ეს მაჩვენებელი 30.7%-ს შეადგენდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]