weather cur horoscope tv
მაისი 17, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

ქუთაისში გახარიას პარტიის წევრის ავტომობილი დააზიანეს

13:00 კვირა, 31 ოქტომბერი 2021

ქუთაისის საკრებულოს არჩეული წევრის, ელეონორა არჩაიას ავტომობილს მინა ჩაუმტვრიეს. არჩაია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენელია.

„ეკლესიაში მოვედი წირვაზე, დაახლოებით 40 წუთის შემდეგ გამოვედი და ასეთი სიტუაცია დამხვდა. ეს ქურდობა არ იყო, იმიტომ, რომ არც ჩანთა წაუღიათ და არც ტელეფონი. მე პარტია „საქართველოსთვის“ საკრებულოს წევრი ვარ და მიმაჩნია, რომ აქედან გამომდინარე ხდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა ელეონორა არჩაიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლებით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

ელეონორა არჩაია პარტია „საქართველოსთვის“ პროპორციული სიის პირველი ნომერი იყო. 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, ამ პარტიამსულ ორი მანდატის მოპოვება შეძლო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]