weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ანა დოლიძე ოპოზიციურ საკრებულოებს მერის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას სთავაზობს

16:45 სამშაბათი, 02 ნოემბერი 2021

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, იურისტი ანა დოლიძე გამოდის ინიციატივით, ოპოზიციური უმრავლესობით დაკომპლექტებულმა საკრებულოებმა მერების იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყონ. დოლიძის თქმით, კანონმდებლობით არსებობს ამომრჩეველთა 20%-ის მიერ მერის გადაყენების მექანიზმიც.

როგორც ანა დოლძე ამბობს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ იყო სამართლიანი და ზუსტად ასე ტარდებოდა არჩევნები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროს.

„განსაკუთრებით გაყალბდა არჩევნები დასავლეთში – ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი. თუ იქ ხელისუფლებამ 2 და 3% მოიმატა მთელი თავისი გაყალბების რესურსით, გამოდის, რომ სინამდვილეში იქ გაიმარჯვა ოპოზიციამ. მე ვფიქრობ, რომ ამას წყალი არ გაუვა.

ჩვენი საარჩევნო კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, რომ გადავაყენოთ მერები, ანუ მოვახდილოთ მერების იმპიჩმენტი და მათ მიმართ გამოვაცხადოთ უნდობლობა. კანონმდებლობით, უნდობლობის საკითხს სვამს საკრებულოს უმრავლესობა ან ამომრჩევლის 20%. საკრებულოს უმრავლესობები, თუ ჩავთვლით გახარიას ამომრჩეველს, ოპოზიციურია ბათუმში, ზუგდიდში, მარტვილში, ჩხოროწყუში და რუსთავში. მათ შეუძლიათ არჩევნებიდან 6 თვის ვადაში დასვან მერის უნდობლობის საკითხი. თუ საკრებულოს უმრავლესობა ამას არ გააკეთებს, ამომრჩევლის 20%-ს ეს ყველგან შეუძლია.

გახარიამ უნდა დააფიქსიროს პოზიცია, საით არის. თუ გახარია არ იქნება ოპოზიციის მხარეს, მაშინ ყველგან დავიწყოთ მუშაობა ხელმოწერების შეგროვებაზე და დავსვათ იმპიჩმენტის საკითხი. რეალური გზა ვადამდელი არჩევნებისკენ არის ეს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური თბილისსა და 19 მუნიციპალიტეტში ჩატარდა. ოპოზიციის მიერ წარდგენილმა მერობის კანდიდატმა მხოლოდ წალენჯიხაში გაიმარჯვა. ცესკოს მონაცემებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი ხარჩილავამ ამომრჩეველთა ხმების 51% (7250 ხმა) მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გოგა გულორდავამ – 49% (6936 ხმა). გარდა ამისა, წალენჯიხის საკრებულოც ოპოზიციური უმრავლესობით დაკომპლექტდა.

ოპოზიცია მეორე ტურის შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. გარდა ამისა, ოპოზიციონერები მიიჩნევენ, რომ ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა ქუთაისი, ბათუმი და ზუგდიდი, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა არჩევნები მცირე უპირატესობით ბიულეტენების გაბათილების ხარჯზე მოიგეს. ისინი უბნების ხელახლა გადათვლას ითხოვენ.

მერის არჩევნების პირველ ტურში 64 მუნიციპალიტეტიდან 44-ში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.

 

ამ თემაზე:

თანამშრომლობა თუ არ შედგება, კანონით შეიძლება არჩევნების დანიშვნა – ქადაგიშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]