weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ქართული ოცნებიდან“ ახმეტის მერობის კანდიდატი სოსო ქარუმაშვილია

14:07 ორშაბათი, 04 სექტემბერი 2017

„ქართული ოცნებიდან“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი სოსო (იოსებ) ქარუმაშვილია. 2009-2010 წლებში ქარუმაშვილი მუშაობდა მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებულად ქალაქ ახმეტის ტერიტორიულ ორგანოში. 2010 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენით გახდა ახმეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი.

საკრებულოში 4 წლის მანძილზე ეკავა ფრაქცია „მაჟორიტარების“ თავმჯდომარის თანამდებობა. 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში იყო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის გელა სამხარაულის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 

იოსებ ქარუმაშვილი დაბადებულია 1973 წლის 20 იანვარს ქალაქ ახმეტაში. ამჟამად ძირითადად ბიზნესის სფეროში საქმიანობს. 

„რეგინფოს“ ინფორმაციით, ახმეტაში „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი ზაზა მიგრიაულია, რომელიც ამჟამად „სოკარ ჯორჯია გაზის“ ახმეტის სერვის ცენტრში მუშაობს. სიის მეორე ნომერი კი საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი იქნება. იგი პარლამენტის მაჟორიტარის გელა სამხარაულის დეიდაშვილია. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]