weather cur horoscope tv
აგვისტო 20, 2022

პროცესის დისტანციურად ჩატარების კანონიერი საფუძველი არ არსებობს – სააკაშვილის ადვოკატი

14:17 ოთხშაბათი, 03 ნოემბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე 10 ნოემბერს უნდა წარდგეს. როგორც მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, არ არსებობს კანონიერი საფუძველი იმისთვის, რომ სხდომა გადადონ ან დისტანციურად ჩაატარონ.

ბასილაია დღეს, რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„ალბათ, ყველა მეთოდს მიმართავენ, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს წინაშე წარდგომის საშუალება არ მიეცეს, რომ არ მიმართოს ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას.

ამ სხდომის გადადების ან დისტანციურად ჩატარების არანაიირი კანონიერი, სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ალბათ, მათი ბოლო იმედი არის ის, რომ მიხეილ სააკშვილმა ვერ შეძლოს სასამართლოში ფიზიკურად გამოცხადება.

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე და მის პოლიტიკურ ტყვეობაზე პასუხისმგებელი არის არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ ყოველი მოსამართლე, ვინც პოლიტიკური დაკვეთით პროცესები თვენახევრის მანძილზე არ ჩაატარა“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

10 ნოემბერს სასამართლო პროცესი 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე უნდა ჩატარდეს. მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილი ედება, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნობილია ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. 20 ოქტომბერს, საქართველოში არალეგალურად შემოსვლიდან 23-ე დღეს, მას ბრალი სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მუხლითაც წარუდგინეს.

სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]