weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

უკვე შესამჩნევად ცუდადაა და მეხსიერების სერიოზული ჩავარდნები აქვს – გვარამია სააკაშვილზე

11:11 პარასკევი, 05 ნოემბერი 2021
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა და მას მეხსიერების პრობლემა აქვს.

„მიხეილ სააკაშვილი უკვე შესამჩნევად ცუდად არის. ფიზიკურად ეტყობა ეს ძალიან, მაგრამ მთავარი არის ის, რომ მას უკვე აქვს კომუნიკაციური პრობლემები და მეხსიერების სერიოზული ჩავარდნები. ვერ იხსენებს ადამიანების სახელებს. ჯერჯერობით ჩემი ახსოვს, მაგრამ საუბრის დროს გამოიკვეთა, რომ რამდენიმე მისი მეგობრის სახელიც ვერ გაიხსენა. ეს არ ვიცი, რისი სიმპტომია, ალბათ ექიმებმა უნდა თქვან“, – განაცხადა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

ნიკა გვარამიამ ამ საკითხზე განცხადება რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზეც გააკეთა:

„მე ტყუილს ვერ ვიტყვი, მიშა ცუდად არის. სულ ოპტიმისტურად გამოვდივარ ხოლმე და ვცდილობ, იმაზე უკეთ გამოვიყვანო მდგომარეობა, ვიდრე არის, მაგრამ მაშინ უკვე, როდესაც მან მითხრა, რომ გეხვეწები, საჯაროდ მადლობა უთხარი იმ გოგოს... ვინ გოგოს-მეთქი. აი, ძაან მაგარი გოგო რომ არის, პარლამენტში რომ შიმშილობა დაიწყოო. ლაკას-თქო? და ხო, წარმოგიდგენია, ვერ ვიხსენებ უკვე სახელებსო. ასე დაავიწყდა რამდენიმე სახელი.

ეს არ არის ქვეყანა და ჩვენ მიშას არ დავკარგავთ არცერთ შემთხვევაში. პირობას ვაძლევ, ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები პირადად. ეს არ მოხდება არავითარ შემთხვევაში. მეორე, საქართველოს საპატრიარქოს მივმართავ და პირადად საქართველოს პატრიარქს ვთხოვ, შემხვდეს პირადად. მინდა დაველაპარაკო პირადად და მოვისმინო მისგან პასუხი და უნდა ვუთხრა მის მრევლს, მიხეილ სააკაშვილს, რისი იმედი უნდა ჰქონდეს მას, მისი სამყწსოს მეთაურისგან. ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც ქართველებს, რომლებსაც ძალიან უყვართ გლოვა და მიცვალებულები, მივცემთ გლოვის შესაძლებლობას. არა!“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა მისთვის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ძვირფასი არაფერია, ვერ ეტყვის შიმშილობა შეწყვიტოს.

„გადაწყვეტილება მიღებულია და ის აღსრულდება ან ასე, ან ისე. ეს არის მიხეილ სააკაშვილის ტექსტი. ეს არის ისტორიული ტექსტი და ჩემნაირებს, ყველას, ვინც გამოვიყურებით ლილიპუტებივით მის ფონზე, არ გვაქვს უფლება , რამე მოვუწოდოთ, მან მიიღო გადაწყვეტილება ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურმა ლიდერმა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ აქციაზე გამოსვლისას.

მიხეილ სააკაშვილი 36-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა მძიმდება და წინ მეტი პრობლემაა მოსალოდნელი, რის გამოც საჭიროა მისი ჰოსპიტალიზაცია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]