weather cur horoscope tv
იანვარი 23, 2022

სააკაშვილის კვების რაციონი შედგება ფაფებისა და ნატურალური წვენებისგან – იუსტიციის მინისტრი

01:11 შაბათი, 06 ნოემბერი 2021 hits 297

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაში აქვს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე სააკაშვილის კვების რაციონი ფაფებისა და ნატურალური წვენებისგან შედგება.

„მოგვმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა, სადეპუტატო კითხვით, რომელზეც ჩვენ ვალდებული ვიყავით, რომ გაგვეცა პასუხი. აქ იყო რამდენიმე კითხვა და მათ შორის, ერთი შეკითხვა შეეხებოდა დიახ, საკვებ პროდუქტებსაც. აქვე გეტყვით ჩვენს პასუხს და პირველად ვამბობ ამას ეთერში, იმიტომ, რომ ამის შესახებ ჩვენ უკვე ვუპასუხეთ პარლამენტს და ეს ინფორმაცია ისედაც საჯარო გახდება. დიახ, მან თავიდან, შემოსვლისას, როდესაც მიიღო საბანკო ბარათი და ეს ძალიან სწრაფად მოხდა, სულ რაღაც 2 დღეში, თავიდან შეიძინა გარკვეული პროდუქტები, შემდეგ უკვე როგორც იცით, მან განაცხადა უარი ამ საკვები პროდუქტების მიღებაზე. გავიდა გარკვეული პერიოდი და ის დათანხმდა და საკუთარი სურვილით მიიღო გარკვეული ფაფები სხვადასხვა სახის და ნატურალური წვენები. ასევე ის აგრძელებს იმ მედიკამენტების მიღებას, რომელიც გამოუწერეს ექიმებმა. ეს არის სხვადასხვა სახის ფაფები და ნატურალური წვენები. ეს არის საკვები და არა სამედიცინო დანიშნულების ფაფები, რომელსაც ღებულობს პატიმარი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვას, სააკაშვილი ახლაც იღებს თუ არა აღნიშნულ პროდუქტებს, ბრეგაძემ დადებითი პასუხი გასცა. მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ მსგავსი არაფერი უნახავს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, პირველი ოქტომბრიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ისინი მის სამოქალაქო საავადმყოფოში ჰისპიტალიზაციას ითხოვენ. ამ მოთხოვნით 6 ნოემბერს, რუსთავის ციხესთან აქცია გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]