weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

სააკაშვილის განცხადებით, მან იცოდა, რომ უნდა გადაეყვანათ სამოქალაქო კლინიკაში – ლომჯარია

00:27 სამშაბათი, 09 ნოემბერი 2021

მიხეილ სააკაშვილი თქმით, მოატყუეს, რომ რუსთავის ციხიდან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაჰყავდათ. ამის შესახებ მან სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უთხრა, რომელმაც გლდანის N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მოინახულა.  

„სააკაშვილის განცხადებით, მან იცოდა, რომ უნდა გადაეყვანათ სამოქალაქო კლინიკაში და დათანხმდა აღნიშნულს. ის ამბობს, რომ მან იცოდა, რომ გადადიოდა სამოქალაქო კლინიკაში, დაემშვიდობა იქაურ ექიმებს, რასაც ექიმებიც ადასტურებენ. თუმცა, რუსთავის ციხეშიც ვიყავით და იქ რაიმე ოფიციალური არ არსებობს დოკუმენტი, სადაც აცნობენ სააკაშვილს, რომ გადაჰყავთ გლდანის ციხის საავადმყოფოში. მას შემდეგ, რაც შემოიყვანეს გლდანის ციხის ტერიტორიაზე, სააკაშვილმა თქვა, რომ არ სურდა გადმოსვლა სამედიცინო დახმარების ავტომობილიდან. მისი თქმით, ძალის გამოყენებით შეიყვანეს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან.

სახალხო დამცველის თქმით, სააკაშვილს ვიზუალურად დაზიანებები არ ეტყობა და ამაზე არც თავად საუბრობს. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა ექიმს უარი უთხრა სამედიცინო შემოწმებაზე.

სახალხო დამცველმა დაადასტურა, რომ სააკაშვილის გადაყვანა ვერტმფრენით არ მომხდარა: „როგორც თვითონ აღნიშნავს, ვერტმფრენი მაშინ გამოჩნდა, როდესაც ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში ჯდებოდა. ალბათ, აქ ყველაზე პრობლემური არის ის, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა გადმოყვანა. მისი თანხმობა ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა“.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პირველი ოქტომბრიდან სასჯელს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა და პროტესტის ნიშნად შიმშილობდა, დღეს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით მიიღეს. გარდა ამისა, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა რუსთავის ციხიდან მიხეილ სააკაშვილის გასვლის კადრები, სადაც, უწყების განცხადებით, „ნათლად ჩანს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]