weather cur horoscope tv
დეკემბერი 01, 2021

წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას არ დაესწრება

18:21 ოთხშაბათი, 10 ნოემბერი 2021 hits 248

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის არჩეული მერი გიორგი ხარჩილავა აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დღევანდელ შეხვედრას არ დაესწრება, თუმცა მზად არის ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ.

სოციალურ ქსელში ხარჩილავა წერს, რომ მიიღო ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევა ღონისძიებაზე, რომელიც, მისი თქმით, „საზეიმო ელფერს ატარებს და მილოცვითი სახისაა“ .

„გიზიარებთ არდასწრების საფუძველს: სოლიდარობა ჩემს კოლეგებს, რომლებიც კენჭს იყრიდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და რომელთანაც, არჩევნების საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტებით ჩატარებისას, სულ სხვა შედეგი დადგებოდა! სწორედ დარღვევების მასშტაბურობა აისახა საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მკაცრ შეფასებებში!

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოჩენილი ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელი, არაჰუმანური მიდგომის გამო. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ ,დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნას შესაბამის კლინიკაში.

არ ვთვლი, რომ მილოცვა და საზეიმო განწყობა საქართველოს მოქალაქეების დუხჭირი, გაუსაძლისი ყოფიერების და კოვიდტრაგედიის შესაბამისია. ჩემს თავში ჩემი მოქალაქეების სოლიდარობის განწყობებია. მიმაჩნია, რომ სწორედ არჩევნებია ის გზა, რომლითაც შესაძლებელია საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევა გრძელვადიან პერსპექტივაში, სამართლიანი არჩევნები, წინასწარ დათქმული თანხმობა შედეგების აღიარებაზე და მომავალ ურთიერთობებზე, როგორც ხელისუფლების მოსალოდნელი ცვალებადობის პოლიტიკური კულტურის და დინამიკის შენარჩუნება!

დღეს კი, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, შეიქმნას სხვადასხვა დონეზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობის კონსტრუქციული მოდელი, რომლის განზოგადება სამომავლოდაც შესაძლებელია. ამასთან, ვიმეორებ, მზად ვარ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის ჩემი მუნიციპალიტეტის ხვალინდელი დღის სასარგებლოდ“, – წერს გიორგი ხარჩილავა.

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, სხვადასხვა რეგიონების გუბერნატორებს და ახლადარჩეულ მერებს ხვდება. ასეთი შეხვედრები უკვე შედგა იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენლებთან.

წალენჯიხა 64 მუნიციპალიტეტიდან ერთადერთია, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა. 8 ნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი ხარჩილავამ გამარჯვება ღირსეულად მოიპოვა და წარმატება უსურვა. როგორც ღარიბაშვილმა თქვა, ის, როგორც პრემიერ-მინისტრი, იმდენივეს გააკეთებს წალენჯიხისთვის და მისი მოსახლეობისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]