weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

თურმე რა მასშტაბის ბელადომანია ყოფილა ქვეყანაში – მეგრელიშვილი

15:23 შაბათი, 13 ნოემბერი 2021

პარტია „გირჩის“ წევრმა, პარლამენტარმა ვახტანგ მეგრელიშვილმა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის, ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანაში ბელადომანიაა და ყველა პარტია ერთი იდეის – სახელად „მიშა“ – გარშემო გაერთიანდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში მეგრელიშვილმა უპასუხა შეკითხვას, რატომ პასიურობს „გირჩი“. მისი თქმით, ისინი თანმიმდევრულები არიან, აკვირდებიან პროცესებს და ემზადებიან გრძელვადიანი თამაშისთვის.

„სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ძალიან ცუდი შედეგი გვაქვს არჩევნებზე, ისევე, როგორც ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილს, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, ბუნებრივია, ჩვენ ასეთი გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია პროცესებზე. აქედან გამომდინარე, თავსაც ასეთი გამოდებით არ ვიდებთ, მაგრამ, ზოგადად, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უბრალოდ კონტექსტი წარმოვიდგინოთ:

ჩვენ ამას ვუყურებთ, როგორც უიდეო ბრძოლას, ბრძოლას ხელისუფლებისთვის. არა ქვეყანაში რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, არამედ რაღაცნაირად, ხელისუფლებისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას.

ამან ძალიან ბევრი რაღაცები გვაჩვენა. მათ შორის, დაკვირვებით, რომ თურმე რა მასშტაბის ბელადომანია ყოფილა ქვეყანაში, რა მასშტაბის პიროვნების კულტს ნერგავს მედია საზოგადოებაში.

ბელადომანიაში ვგულისხმობ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ ძალიან ნათლად გამოჩნდა, როგორ ცდილობს ქართული პოლიტიკური სპექტრი მისი მზის, თუ ჩრდილის ქვეშ ადგილის მოპოვებას. ოპოზიციას ვგულისხმობ, ბუნებრივია. რა გამოსვლებსაც ვისმენთ მედიაში, როგორია დამოკიდებულება, დაწყებული იქიდან, რომ „ჩვენ ლილიპუტები ვარ, ის რაღაც გმირი“, „ჩვენ ვინ ვართ, ის არის“.

ჩემი აზრით, თუ რამეს ეწინააღმდეგებოდა „გირჩი“ და თუ რამის წინააღმდეგი იყო იდეა „გირჩის“, იყო ბელადომანიის წინააღმდეგი, რომ რაციონალურ საფუძვლებზე თანამოაზრეებს რაღაცა მოგვეფიქრებინა. ფაქტობრივად, სრულად წაიშალა ყველანაირი საზღვრები, ასე ვთქვათ, პარტიებს შორის, იმდენად ყველა გაერთიანდა ერთი იდეის გარშემო, რომელიც არის სახელად „მიშა“ და მეორე იდეა, რომელიც ამას უპირისპირდება, არის სახელად „ბიძინა“; ამ ადამიანების ამ ურთიერთბრძოლაში ჩვენი ადგილი სამწუხაროდ არ არის, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე არ არის და აქედან გამომდინარე, „გირჩის“ პოზიცია ასეთი პასიურია“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. 20 ოქტომბერს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, მან სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ 29 სექტემბერს, ღამით გადმოკვეთა და ფოთის ნავსადგურში შემოსულ გემზე განთავსებულ, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებულ რძის პროდუქტებით დატვირთულ ტრაილერში იმყოფებოდა. პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ექსპრეზიდენტი დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია კიდევ 4 საქმეზე, რომლებზეც სასამართლოში განხილვები არ არის დასრულებული.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური პატიმარია და 44 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]