weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„ქართული ოცნებიდან“ თელავის მერობის კანდიდატი შოთა ნარეკლიშვილია

23:17 ორშაბათი, 04 სექტემბერი 2017

„რეგინფოს“ ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნებიდან“ თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი შოთა ნარეკლიშვილია.

ნარეკლიშვილი 2014 წლის მოწვევის თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“. 2013 წლიდან დღემდე არის შპს „საქართველოს ფოსტას“ კახეთის რეგიონალური ფილიალის კოორდინატორი.

2008-2013 წლებში მუშაობდა „ლიბერთი ბანკის“ კახეთის რეგიონალურ ფილიალში. 2007–2008 წლებში „ტაოპრივატ ბანკში“ საკრედიტო ექსპერტად; 2005-2006 წლებში იყო „პროკრედიტ ბანკის“ საკრედიტო ექსპერტი, 2004-2005 წლებში სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ წარმომადგენელი კახეთში.

თელავის მერობის კანდიდატად შოთა ნარეკლიშვილის წარდგენის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გადაწყვეტილება დღეს მიიღეს. მანამდე მოქმედი მერის პლატონ კალმახელიძის და მერიის სასპორტო გაერთიანების ხელმძღვანელის გუგა გურაბანიძის კანდიდატურები განიხილებოდა.

შოთა ნარეკლიშვილი არ ესწრებოდა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 მაისის სხდომას, სადაც 7 ხმით 5–ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ინიცირებულ საკითხს თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებისა და თელავის თემის მუნიციპალიტეტთან გაერთიანების შესახებ. საგანგებოდ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად მოწვეულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომას 15 წევრიდან მხოლოდ 12 ესწრებოდა.

„ქართული ოცნებიდან“ კახეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ, 5 სექტემბერს, 19:00 საათზე თელავში წარადგენს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]