weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

70 წლამდე პენსიონერთა პენსია 20 ლარით იზრდება, ხოლო 70 წლის ზემოთ – 25 ლარით

18:52 სამშაბათი, 16 ნოემბერი 2021

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2022 წელს 2 მილიარდ 885 მილიონი ლარი მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე მიიმართება. ამის შესახებ ხუციშვილმა პარლამენტში, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას განაცხადა.

2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 70 წლამდე პენსიონერთა პენსიის ზრდა 20 ლარით და შესაბამისად, პირველი იანვრიდან მათი პენსია 260 ლარი იქნება. მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის, იქ არსებული დანამატის გათვალისწინებით, პენსია 312 ლარი გახდება.

70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 25 ლარით და შეადგენს 300 ლარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში ამავე კატეგორიის პირთა პენსია 360 ლარი იქნება.

მიზნობრივი სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე მომავალ წელს გამოყოფილია ერთ მილიარდ ლარზე მეტი. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დახმარება იზრდება 25 ლარით, ომში მონაწილე ვეტერანთა 22/44-ლარიანი დახმარება იზრდება 100 ლარამდე.

„მომავალ წელს მაღალმთიან დასახლებებში დაწესებული სხვადასხვა სოციალური პროგრამებისთვის გამოყოფილია 75 მილიონი ლარი, საპენსიო სქემაში სახელმწიფოს ვალდებულებების დასაფინანსებლად მიიმართება 250 მილიონი ლარი, მუნიციპალიტეტების მიერ დაფინანსებული სოციალური პროგრამების მოცულობა შეადგენს 280 მილიონ ლარს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]