weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

19 ნოემბრის მსვლელობას „ევროპული საქართველო“ პარტიულად ვერ შეუერთდება – ბობოხიძე

17:55 ოთხშაბათი, 17 ნოემბერი 2021

პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, 19 ნოემბრის მსვლელობის დაგეგმვაში მონაწილეობა არ მიუღიათ, რის გამოც „ევროპული საქართველო“ „მას პარტიულად ვერ შეუერთდება“.

„ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას, როგორც არასდროს, ისე სჭირდება კოორდინაცია, კოორდინაციას სჭირდება თანამშრომლობა. სამწუხაროდ, ორგანიზატორი პარტიების მხრიდან არა თუ კოორდინირებაზე მზაობა, არამედ შემოთავაზებაც არ გამიგონია, ამიტომ „ევროპული საქართველო“, ცხადია, პარტიულად ვერ შეუერთდება იმ ღონისძიებებს და ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, რომელთა არც დაგეგმვაში, არც გადაწყვეტაში მონაწილეობა არ მიუღია. პარტიის წევრები მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, ეს მათ პირადად უნდა გადაწყვიტონ“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

პარტიები – „ლელო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ პარასკევს, 15:00 საათზე, თბილისში, სამი ადგილიდან საპროტესტო მსვლელობას გამართავენ. ამის შესახებ პარტიების ლიდერებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, მანიფესტაციაზე ელოდებიან ყველა ადამიანს, ვისაც უნდა თავისუფლება, დემოკრატიული განვითარება, განათლებული ახალგაზრდობა და უზრუნველყოფილი უფროსი თაობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]