weather cur horoscope tv
იანვარი 26, 2022

ლომჯარიასთვისაც სააკაშვილი არის ნესტან-დარეჯანი, რომელიც უნდა გამოიხსნას – კობახიძე

13:39 ხუთშაბათი, 18 ნოემბერი 2021 hits 191

„ნინო ლომჯარიასთვისაც სააკაშვილი არის ნესტან-დარეჯანი, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას და იცის, რომ გლდანიდან ვერ გამოიხსნის და შეიძლება გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ან რომელიმე ასეთი ტიპის კლინიკიდან გამოიხსნას. იგივე ინტერესი აქვთ სააკაშვილის სხვა თანამზრახველებს“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც ვიღაცები ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანას, ისინიც იღებენ პასუხისმგებლობას შესაძლო რისკებზე.

„კონკრეტული სუბიექტები - სახალხო დამცველი, მასთან შექმნილი რაღაც ექიმების ჯგუფი (რაზეც ცალკე კონკრეტული ინფორმაცია არსებობს, ვისთან არიან პოლიტიკურად დაკავშირებული, უდიდესი უმრავლესობა ამ ჯგუფის წევრი ექიმების), ე.წ. არასამთავრობო როგანიზაციები, რამდენიმე პარტია და ა.შ. - ვინც ამბობს, რომ უნდა გავიდეს ციხის გარეთ სააკაშვილი და გადავიდეს სამოქალაქო საავადმყოფოში. ამის უკან სამედიცინო დასაბუთება ვერავინ მოისმინა“, – განაცხადა კობახიძემ.

სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და აქედან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც გლდანის მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

 

ამ თემაზე:

სტრასბურგის სასამართლოს მივმართეთ, რომ მესამე მხარედ ჩაგვრთოს – ლომჯარია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]