weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

როდესაც ადამიანის სიცოცხლე რისკის წინაშეა, აღარ უნდა იყოს კამათი – დეგნანი

14:58 პარასკევი, 19 ნოემბერი 2021

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ როდესაც ადამიანის სიცოცხლე რისკის წინაშეა, ზომების მიღებაზე კამათი აღარ უნდა იყოს.

როგორც კელი დეგნანი ამბობს, სახალხო დამცველის სამედიცინო ჯგუფის შეფასებით, მიხეილ სააკაშვის სრული მურნალობა სჭირდება და ძნელი გასაგებია, რატომ არ სრულდება ეს რეკომენდაცია.

„ძალიან შეშფოთებული ვართ სააკაშვილის მდგომარეობით. როდესაც ადამიანის სიცოცხლე რისკის წინაშეა, აღარ უნდა იყოს კამათი ყველა შესძლებელი ნაბიჯის გადადგმაზე საჭირო მკურნალობის აღმოსაჩენად. ჩვენ უდიდეს ნდობას ვუცხადებთ სახალხო დამცველს, მის გუნდს და სამედიცინო ჯგუფს, რომელიც მუშაობს მისი ეგიდით. მათი შეფასებაა, რომ ბატონი სააკაშვილის მდგომარეობა არის კრიტიკული და მას სჭირდება სრული მკურნალობა, რათა იყოს პასუხი იმ გადაუდებელ შემთხვევებზე, რაც უფრო და უფრო მოსალოდნელია, თუ ის არ იქნება შესაფერის დაწესებულებაში.

ამ საკითხს დიდ ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ აშშ-ის საელჩო, არამედ ვაშინგტონიც და საქართველოს სხვა მეგობრებიც, როგორიცაა ელჩი იან კელი, რომელიც აკვირდება სიტუაციას შეშფოთებით.

ძალიან რთული გასაგებია, რომ ის ზომები, რომლის მიღება საჭიროა ადამიანის სიცოცხლის დასაცავად, რატომ არ არის მიღებული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციების შესაბამისად“, – განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან.

გუშინ, 18 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა, შიმშილობის 49 დღეს, გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა, რის გამოც მისი რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსება გახდა საჭირო.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 17 ნოემბერს უკვე კრიტიკული იყო, რის გამოც გასცეს რეკომენდაცია, რომ მკურნალობის დაუყოვნებლივ გაგრძელებულიყო ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექსპერტების შეფასებით, მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არის.

 

ამ თემაზე:

„უბრალოდ წაიყვანეთ წყეულ სამოქალაქო საავადმყოფოში ბოლოს და ბოლოს“ – იან კელი სააკაშვილზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]