weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ძნელი წარმოსადგენია რეაბილიტაცია თუ არ იქნება თავისუფალი – იასკო სააკაშვილზე

16:21 ორშაბათი, 22 ნოემბერი 2021

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

იაკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება და მისთვის ამის განხორიციელება ძნელად წარმოსადგენია, თუ სააკაშვილი თავისუფალი არ იქნება.

„ვფიქრობ, ახლა მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ რეაბილიტაციასა და სამედიცინო მომსახურებას ის მიიღებს თავისუფლებაზე. ეს საკითხი უნდა იყოს განხილვის საგანი და ეს უნდა განხორციელდეს, რადგან ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია მკურნალობა და რეაბილიტაცია თუ ის არ იქნება თავისუფალი.

დიახ, ამ ჰოსპიტალში პირობები არ არის ცუდი, შემიძლია ეს დაგიდასტუროთ, მაგრამ ეს მაინც არის ერთი ოთახი, საპატიმროს ჰგავს, სადაც არ იხსნება ფანჯარა ნორმალურად და ეს დიდ გავლენას ახდენს მასზე. მის ჯანმრთელობას უკვე მიადგა ზიანი და დიდი დრო დასჭირდება გამოჯანმრთელებას“, – განაცხადა ლიზა იასკომ.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს გადაიყვანეს, რასაც წინ 50-დღიანი შიმშილობა და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება უძღოდა. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ.

 

ამ თემაზე:

ჩემი რეკომენდაციაა, მივცეთ სააკაშვილს თავისუფალი მკურნალობის უფლება – პირადი ექიმი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]