weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

სააკაშვილი არ მიიჩნევს, რომ ვინმე მისი სიკვდილის ფასად რაიმეს მიღწევას უშვებდა – გვარამია

21:54 ოთხშაბათი, 24 ნოემბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის და ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი არ ეთანხმება საკუთარი შვილის მოსაზრებას და თავად არ მიიჩნევს, რომ არიან ადამიანები, ვინც მისი სიკვდილის ფასად რაიმე სიკეთის მიღწევას უშვებდნენ.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, სააკაშვილის თქმით, მისი ვაჟი, ედუარდ სააკაშვილი სრულწლოვანია და გააჩნია საკუთარი პოზიციები, რომლებსაც მამასთან შეთანხმების გარეშე გამოთქვამს.

„სააკაშვილმა მთხოვა, მეთქვა „რადიო თავისუფლების“ გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით. საუბარი იყო მისი ვაჟის მხრიდან, რომ ვიღაცებს სურთ მისი სიკვდილი და ეს ურჩევნიათ, შეიძლება. თვითონ მიშამ მთხოვა, განმარტება მიმეცა, რომ მისი ვაჟი არის სრულწლოვანი ადამიანი, თავისი აღქმები აქვს, პოზიციები და იგი აფიქსირებს ამ ყველაფერს მამასთან შეთანხმების გარეშე.

თვითონ არ მიიჩნევს და ვერ ხედავს ადამიანებს, რომლებიც მისი სიკვდილის ფასად რაიმე სიკეთის მიღწევას უშვებდნენ და აქ ჩამოიყვანეს, იმიტომ, რომ მომკვდარიყო და რაღაც ზიანი მიეყენებინათ ხელისუფლებისთვის.

ეს მისი პოზიცია არ არის, თუმცა ცხადია, შვილს არ ემიჯნება, პირიქით, ამბობს, რომ მიხარია, ინტერვიუ მისცა, საკუთარი აზრები გადმოსცა, ეს ის ნაწილია, სადაც მე ასე არ ვხედავ. ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალური პოზიციაა. ერთსაც ჰქონდა ამის გამოთქმის უფლება და მეორესაც აქვს კომენტარის გაკეთების უფლება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

„რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანამდეა ჩაწერილი, ედუარდ სააკაშვილი ამბობდა:

„ძალიან მაშფოთებს და მართლა შემზარავია, როცა მესმის... ოპოზიციის მხრიდანაც არის ამაზე საუბარი, რომ „აი, თქვენ არ იცით რა მოხდება, რას დავატრიალებთ“. ფაქტობრივად, უკვე, ნებით თუ უნებლიეთ, ვიღაცებს მოთხოვნილება უჩნდებათ, რომ „ვა, რა მაგარი იქნება, ეს მართლა მოკვდეს, რა მაგარ რაღაცებს გავაკეთებთ და ამათ დედას ვუტირებთ“. ალბათ, გამოჩნდა მართლა… მე აქ არაფერ კონსპირაციულს არ ვიძახი, ტელევიზიიდანაც ასე ჩანს, რომ ვიღაცებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ შეიძლება, მართლა ურჩევნიათ მკვდარი, ვიდრე ცოცხალი“.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს გადაიყვანეს. 8 ნოემბრიდან ის გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა. გორში გადაყვანის შემდეგ ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა და ახლა რეაბილიტაციას გადის.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]