weather cur horoscope tv
დეკემბერი 01, 2021

სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში მკურნალობას შეწყვეტს თუ დეპუტატებს არ შეუშვებენ – ბასილაია

16:18 ხუთშაბათი, 25 ნოემბერი 2021 hits 186

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შესვლის საშუალება არ მიეცემათ, ყოფილი პრეზიდენტი მკურნალობას შეწყვეტს. მის შესახებ ბასილაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ბოლო დღეების მანძილზე ჩვენ ვხედავთ, რომ დეპუტატებს არ ეძლევათ საშუალება, მიხეილ სააკაშვილს შეხვდენენ. ეს არის პოლიტიკური იზოლაციის პროცესი ხელისუფლების მხრიდან, ეს არის მიხელ სააკაშვილისთვის ხელის შეშლის პროცესი და ამ პროცესს არავითარი სამართლებრივი წინაპირობა არ აქვს. დეპუტატებს აქვთ სრული უფლება შეხვდნენ მიხეილ სააკაშილს, როგორც აქამდე ხვდებოდნენ თუნდაც მე-12 ან მე-18 დაწესებულებაში.

ამ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური საქმიანობა შეზღუდონ. მიხეილ სააკაშვილს აქვს მკაფიო პოზიცია: თუ ეს გაგრძელდება და ამას დაუყონებლივ არ დაესმევა წერტილი, ის გორის ჰოსპიტალში მიმდინარე მკურნალობის პროცესს შეწყვეტს, მიიღებს მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რასაც დანიშნულებით საქართველოში ჩამოსვლამდე იღებდა“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს უპირობოდ უნდა მიეცეს სასამართლო პროცესზე მისვლის და ქართველი ხალხისთვის მიმართვის საშუალება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს გადაიყვანეს. 8 ნოემბრიდან ის გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა. გორში გადაყვანის შემდეგ ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა და ახლა რეაბილიტაციას გადის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]