weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ბათუმის საკრებულომ ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად ბიუჯეტი დაამტკიცა

15:55 პარასკევი, 26 ნოემბერი 2021

ბათუმის საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ 15 ხმით 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს კენჭი ოპოზიციის პროტესტის ფონზე უყარეს. სხდომის პარალელურად აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან აქცია იმართებოდა და ისმოდა შეძახილები „მონებო“.

ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი 254 მილიონ 117 ათასი ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტი საჯარო მოხელეებისთვის თანამდებობრივი სარგოს ზრდასაც ითვალისწინებს, მათ შორის, ბათუმის მერის ხელფასი 1000 ლარით იზრდება და 5500 ლარი გახდება, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე იანვრიდან 4500 ლარის ნაცვლად 5060 ლარს მიიღებს.

„ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა გააკეთეს სწორება დესტრუქციაზე, იმაზე, რომ ქალაქში შეჩერებულიყო ინფრასტრუქტურული პროექტები, შექმნილიყო კრიზისი. დიახ, ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება არის ყოველივე ამის თავიდან აცილება. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში შეტანილია შესაბამისი დათქმა - 10%-ით ხელფასის ზრდა ყველა რგოლის საჯარო მოხელისთვის. აქედან გამომდინარე, ეს ასახულია ჩვენი და სხვა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის პროექტებში“, – განაცხადა ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა.

„ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი პატარიძის თქმით, ბიუჯეტი იმის გამო მიიღეს, რომ ახალი მოწვევის საკრებულოს მიერ დოკუმენტის ჩაგდების რისკი არსებობდა.

„ჩვენ მივიღეთ ძალიან გონივრული გადაწყვეტილება და მაყად ვიტყვი, რომ ბათუმის მომავალს მივეცი ხმა“, – აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.

ოპოზიციის წარმომადგენლები 2017 წლის მოწვევის საკრებულოს წევრებს მოუწოდებდნენ, ბიუჯეტი არ მიეღოთ და სხდომის ჩატარებისთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მირდატ ქამადაძემ სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნის მქონე ნივთიერება გაუშვა, რის გამოც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან, ისევე როგორც მის შიგნით, სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, ოპოზიციამ ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში 19 მანდატი მოიპოვა, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ – 16. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და „ლელოს“ ჯამში 16 მანდატი ჰქონდა, ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ კი – 3. 29 ოქტომბერს გახარიას პარტიის წევრმა, ირაკლი თავდგირიძემ პარტია დატოვა და განაცხადა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსი ექნება, ხოლო 18 ნოემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. „ნაციონალური მოძრაობა“ ირწმუნება, რომ „ქართული ოცნება“ ფუტკარაძის გადაბირებას ცდილობდა და მასზე ზეწოლას ახორციელებდა.

ამ მოცემულობით, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას 17-17 მანდატი ექნებათ. ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა 3 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]