weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ივანიშვილი რომ იქნება პატიმარი, უსაფრთხოების ასეთივე ზომები იქნება მიღებული – გვარამია

11:24 ორშაბათი, 29 ნოემბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა და ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მოსაწონია უსაფრთხოების ზომები, რაც სახელმწიფომ მიიღო.

„სახელმწიფო უსაფრთხოებას იღებს საკუთარ თავზე, ამიტომ უნდა ვაცადოთ, გაატაროს ის ღონისძიებები, რასაც საჭიროდ მიიჩნევს, ოღონდ ზუსტად იცოდეს, რომ სააკაშვილის უსაფრთხოება მასეა. ძალიან კარგია, რომ ამას ვხედავთ. ეს არ მიმაჩნია დარღვევად. მთავარი დარღვევები მოსალოდნელია სასამართლო დარბაზში. კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას რომ უყურებს, რადგან ის რომ იქნება ამ ქვეყნის პირველი პატიმარი, ასეთივე ღონისძიებები იქნება მიღებული, ოღონდ მის მხარდასაჭერად ამდენი ხალხი არ მოვა“, – განაცხადა გვარამიამ სასამართლოსთან.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალის გადამეტებით დაშლისა და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის საქმეზე პროცესი გაიმართება. მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილი ედება, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ყოფილი პრეზიდენტი თბილისის საქალაქო სასამართლოში გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაიყვანეს. პროცესის პარალელურად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოსთან აქციას მართავს. ადგილზე სამართალდამცველთა მობილიზებაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]