weather cur horoscope tv
იანვარი 27, 2022

მწარე წარსულმა რაღაც მაინც უნდა გვასწავლოს – ნათელაშვილი სააკაშვილზე

13:33 სამშაბათი, 30 ნოემბერი 2021 hits 298

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი გამოსვლის იმ ნაწილს გამოეხმურა, სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა 2007 წლის ნოემბრის მოვლენებზე ისაუბრა.

„ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გუშინდელმა განცხადებამ, რომ 2007 წლის სახალხო გამოსვლები დაგეგმილი იყო მოსკოვიდან კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამ პოლიტიკოსის უცვლელობაში. მსოფლიომ იცის, ბელორუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო პუტინის აჩრდილია და როგორ გაბედავდა მის გარეშე სააკაშვილთან დარეკვას გაფრთხილებით, რომ მოსკოვი მის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა? თანაც იმ დროს პუტინის პირადი ოლიგარქი ივანიშვილი ეჯდა გვერდით სააკაშვილს და არა მარტო მის რეჟიმს აფინანსებდა, არამედ ჩვენს დამარბეველ სპეცრაზმელებს პრემიები მისცა „ქართუ“ ბანკიდან.

ის მიტინგები გამოწვეული იყო ხალხის მრისხანებით სასტიკ რეპრესიებზე, ძალადობაზე, ბიზნესის წართმევა-გადანაწილებაზე, 40 წლის ადამიანების პენსიონრებად და საბჭოთა გადმონაშთებად გამოცხადების, ბენდუქიძის ყველაფრის გაყიდვის მავნე ლიბერალური იდეოლოგიის განხორციელებისადმი პროტესტის შედეგად. აღარაფერს ვამბობ იმაზე,რომ „ვარდების რეოლუციად“ შეფასებულ პრაქტიკულად სახელმწიფო გადატრიალებას არ ეთანხმებოდა მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი,რომლებიც ასევე ქუჩაში გამოვიდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ იმ პერიოდში პუტინის ყველაზე საშიშ მტრებად ითვლებოდნენ სწორედ ოლიგარქები ბერეზოვსკი და პატარკაციშვილი. მოკლედ, მწარე წარსულმა რაღაც მაინც უნდა გვასწავლოს“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თქვა, რომ 2007 წლის საპროტესტო გამოსვლები ბადრი პატარკაციშვილის მიერ რუსული ფულით დაფინანსებული და ორგანიზებული იყო. ამასთან, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, შორს არის იმ აზრისგან, რომ ყველა, ვინც ქუჩაში გამოვიდა, ან რუსეთის დაკრულზე ცეკვავდა ან იცოდა პატარკაციშვილის გეგმების შესახებ.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს ტელევიზიით აკვირდებოდა, ინსტრუქციები არავისთვის მიუცია და სამართალდამცველები ასრულებდნენ თავის მოვალეობას ისე, როგორც ესმოდათ. სააკაშვილის თქმით, მსგავსი რამ ძალიან ბევრ ქვეყანაში ხდება, თუმცა სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა აზრად არავის მოსდის „განსაკუთრებული მანიაკების გარდა“.

„მე გავაკეთე ის, რასაც პრაქტიკულად ძალიან ცოტა ლიდერი აკეთებს მსოფლიოში – მე გადავდექი, ჩემი საპრეზიდენტო ვადა 1.5 წლით შევამცირე და წავედი ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც გაჭირვებით, მაგრამ მოვიგე, რათა მიმეღო ქართველი ხალხისგან ახალი მანდატი. ეს გავაკეთე იმის გამო, რომ ჩამეშალა რუსული გეგმები და ამ მიტინგისა და გამოსვლების გამო არ დაგვბლოკვოდა ჩვენ ნატოში ინტეგრაცია. ქართველმა ხალხმა უკვე გამოიტანა ვერდიქტი ამ საქმეზე, რასაც ახლა აქ გვედავებიან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]