weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საკონსტიტუციო ცვლილებები რიგგარეშე არჩევნებზე არ გავრცელდება – კობახიძე

16:54 სამშაბათი, 30 ნოემბერი 2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტიდან უნდა ამოიღონ ის ჩანაწერი, რომელიც მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 2%-მდე შემცირებას ითვალისწინებს. 

„ამ ეტაპზე საერთოდ არ გრძელდება კანონპროექტის განხილვა. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე. ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ არანაირი აუცილებლობა ამ ცვლილებების მიღების არ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, 2024 წლიდან 5%-იანი საარჩევნო ბარიერი ამოქმედება, რაც დემოკრატიულ სტანდარტებთან სრულად თავსებადია. 

„2024 წლიდან ამოქმედდება ყველა შემთხვევაში სრულად პროპორციული სისტემა თავისი 5%-იანი ბარიერით. რაც შეეხება 2%-იან ბარიერს, უკეთესია თუ არა ეს 5%-იანზე, ამაზე არავითარი სიღრმისეული მსჯელობა არ ყოფილა, შეიძლება უარესიც არის. 

ყველა შემთხვევაში ჩვენ ვხვდებით, რომ ეს არის პატარა საჩუქარი, რომელიც შეიძლება გაუკეთდეს ოპოზიციას. ეს საჩუქარი მათ გაუკეთდებათ თუ არა, ეს ჩვენს კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

რაც შეეხება ჩანაწერს მომდევნო არჩევნებთან დაკავშირებით, ჩემი პირადი პოზიციაა და ალბათ, ამას გაიზიარებს მთელი უმრავლესობა, რომ ჩანაწერი მომდევნო არჩევნების შესახებ უნდა იქნას ამოღებული“, – განაცხადა კობახიძემ. 

კობახიძის თქმით, თუ კონსტიტუციაში ბარიერის კუთხით რაიმე ცვლილება შევა, ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედდება.

„იგივე ეხება პროპორციულზე გადასვლასაც, ანუ რიგგარეშე არჩევნებზე არ გავრცელდება, თუმცა რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. როცა არ უნდა მივიღოთ ცვლილებები, ხვალ იქნება, ზეგ, საგაზაფხულო თუ საშემოდგომო სესიაზე, ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ეს ცვლილებები უნდა ამოქმედდეს აუცილებლად 2024 წლიდან, ანუ რიგგარეშეზე არ გავრცელდება არც თეორიულად და არც პრაქტიკულად“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ სახელისუფლებო პარტიისა და ოპოზიციისთვის შეთავაზებული შეთანხმების (ე.წ. 19 აპრილის შეთანხმება) დებულებების საქართველოს კონსტიტუციაში ასახვას უზრუნველყოფს. კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნების საფუძველზე პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 2%-ს მაინც მიიღებენ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]