weather cur horoscope tv
აგვისტო 15, 2022

ზოგი ოპოზიციონერი იფიცება, რომ პარლამენტში არ შევა და მერე აქ დასკუპებული მხვდება – წულუკიანი

17:57 პარასკევი, 03 დეკემბერი 2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა და შემდეგ პარლამენტში შედის. 

„თქვენ მე მკითხეთ, როგორ უნდა შევამცირო პოლარიზაციის ხარისხი. პოლარიზაციის ხარისხი შეუძლებელია შემცირდეს, როდესაც ოპოზიცია უსინდისოდ იტყუება, რომ არჩევნები გაყალბდა, როდესაც ზოგიერთი ოპოზიციონერი დედას იფიცება, რომ არ შევა პარლამენტში და შემდეგ მინისტრის საათზე რომ მოვალ, აქ დამხვდება დასკუპებული. ქალბატონო თამარ [ჩარკვიანი] , რატომ დამხვდით აქ დასკუპებული? ხომ ამბობდით, არ შევალ პარლამენტშიო? 

ქალბატონო თამარი ამბობს, მე იმიტომ შემოვედი პარლამენტშიო, რომ ტქვენ ცამოგათრიოთ იქიდან, სადაც ხართო. ბატონო არმაზ [ახვლედიანი] ეს არ არის სიძულვილის ენა? არა. ეს სიყვარულით ნათქვამია. სყვარულს ასხივებს ქალბატონი თაკო. პარლამენტში დასკუპებული იმიტომ დამხვდა, რომ ჩვენ აქედან ჩამოგვათრიოს. ვის ჩამოთრევას აპირებთ? შოტა ხაბარელის ჩამოთრევას აპირებთ? ცოტა მეტი კუნთები დაგჭირდებათ ამისთვის. მე შეიძლება ჩამომათრიოთ, მაგრამ ალბათ ბატონი ყაველაშვილის ჩამოთრევა არ იქნება ადვილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.  

წულუკიანი დღეს პარლამენტის წინაშე „მინისტრის საათის“ ფარგლებში წარდგა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]