weather cur horoscope tv
აგვისტო 15, 2022

მიკვირს, როდესაც ექიმები ამბობენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება – იასკო

17:41 შაბათი, 04 დეკემბერი 2021

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა მკვლელობა იქნება. ამის შესახებ მან სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ეს ძალიან სახიფათო ინფორმაციაა, რომელიც ვრცელდება. ჩემამდეც მოაღწია, რომ სურთ მისი გადაყვანა და თუ ეს ასე მოხდება, ეს იქნება ნამდვილი მკვლელობა, რადგან ყველა კანონის მიხედვით, შიმშილობის შემდეგ, მაგალითად, თუ ადამიანმა იშიმშილა 50 დღე, მისი რეაბილიტაციისთვის საჭიროა ორჯერ მეტი დღე, ხოლო ჩვენ შემთხვევაში, მხოლოდ ორი კვირა გავიდა. არც ერთ შემთხვევაში, გადაყვანაზე საუბარიც კი არ შეიძლება, რადგან ის ძალიან სუსტად არის და მიმდინარეობს მისი ჯანმრთელობის მონიტორინგი და მკურნალობა“, – განაცხადა ლიზა იასკომ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა წინა კვირასთან შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა პრობლემები გრძელდება და ჩნდება ახალი სიმპტომები, რაც აშფოთებს.

„მიკვირს, როდესაც ექიმები ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. ამ სამ დღეში ვნახე, რომ ის სინამდვილეში ცუდად არის, სახე და სხეული შესიებული აქვს, აქვს კანთან დაკავშირებული პრობლემები, გამონაყარი, რომელიც ნერვულ ფონზეა გამოწვეული. 

ექიმი არ ვარ და ამ ყველაფერზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, მაგრამ ვხედავ მის სახეზე, რომ ყველაფერი რიგზე არაა. აქვს მხედველობის პრობლემები, ძალიან დაეცა ჰემოგლობინის დონე, თავს სუსტად გრძნობს და ყოველდღიური ურთიერთობისას ვხვდები, რომ მას ესაჭიროება დასვენება. დგება საწოლიდან, მაგრამ იქ ძალიან მცირე ადგილია, რომ რაიმე გადაადგილებაზე ვისაუბროთ“, – აღნიშნა იასკომ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაპატიმრების დღიდან, პირველი ოქტომბრიდან გამოაცხადა, რადგან თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. მას შემდეგ რაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, სააკაშვილის მოთხოვნა სამოქალაქო ტიპის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანა იყო, თუმცა 8 ნოემბერს, რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან მოტყუებით გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მოათავსეს. ამის შემდეგ ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა და ახლა რეაბილიტაციას გადის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]