weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ჩხოროწყუს საკრებულოში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა 1 ხმა ოპოზიციისგანაც მიიღო 

17:52 ხუთშაბათი, 09 დეკემბერი 2021
ფოტოზე - ჯუმბერ იზორია ფოტოზე - ჯუმბერ იზორია

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ოპოზიციურ საკრებულოში თავმჯდომარე დღესაც ვერ აირჩიეს. „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ჯუმბერ იზორიას 13-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი მაშინ, როდესაც მმართველ პარტიას საკრებულოში მხოლოდ 12 წარმომადგენელი ჰყავს. ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა, შოთა წურწუმიამ 12 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. 

27-წევრიანი საკრებულოდან კენჭისყრაში 26 მონაწილეობდა. 27-ე წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თვითიზოლაციაშია და სხდომას ამ მიზეზით ვერ დაესწრო. საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერაა საჭირო.

„ღიად ვუჭერდით მხარს გახარიას პარტიის წარმომადგენელს. ალბათ, ისევ გახარიას პარტიასა და „ქართულ ოცნებას“ შორის შედგა რაღაც ალიანსი, ბოლომდეც ვერ შედგა, რამაც დადო ეს შედეგი“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნია ჭითანავამ.

„რაც მოხდა არ იყო კარგი და სასიამოვნო. მე ამას მაინც გამოუცდელობას დავაბრალებდი, რადგან პირველ ნაბიჯებს დგამს კოალიციური ერთობა. ეტყობა, რაღაც დააკლდა ერთმანეთთან ურთიერთობას. ამ წუთას არ ვიქნები მართალი და სწორი, რომ რომელიმე პარტიას დავადო ხელი“, – თქვა „ლელოს“ წევრმა, კორნელი წურწუმიამ.

საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელებული შოთა წურწუმია კი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს ხმა „ერთიანი ნაცინალური მოძრაობის“ ან „ლელოს“ წევრმა ხმა. 

„ჩვენ ჩვენსავე გუნდს ხომ არ დავაზარალებდით? ჩვენი პარტიის წარმომადგენლებზე ეჭვი ერთი წამით არ შეგვაქვს“, – განაცხადა შოთა წურწუმიამ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომა დატოვეს, რის გამოც განმეორებითი კენჭისყრა ვერ ჩატარდა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა კიდევ ერთი კვირით გადაიდო.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ ჩხოროწყუს საკრებულოში 12 წევრის შეყვანა შეძლო, ხოლო ოპოზიციამ, ჯამურად, 15-ის. აქედან, 7-7 მანდატი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პარტიამ „საქართველოსთვის“ მოიპოვეს, ხოლო ერთი მანდატი „ლელოს“ აქვს. 

 

ამ თემაზე:

მისაღებია, რომ საკრებულოს თავმჯდომარეები გახარიას პარტიის წევრები იყვნენ – მელია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]