weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ზუგდიდის საკრებულო „ქართული ოცნების“ წევრმა დატოვა 

13:19 პარასკევი, 10 დეკემბერი 2021

ზუგდიდის ორი მოწვევის საკრებულოს დეპუტატმა, ქართული ოცნების წევრმა, ირაკლი ლაგვილავამ მანდატზე უარი თქვა. ამის შესახებ ცნობილი დღევანდელ სხდომაზე გახდა. ლაგვილავას თქმით, ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად დარჩება.

„სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ უნდა მოგმართოთ ვადაზე ადრე შემიწყვიტოთ უფლებამოსილება. უკვე დავწერე განცხადება და ვტოვებ საკრებულოს. ძალიან მიმძიმს ამის თქმა, რადგან თითქმის შვიდი წელია საკრებულოში ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ეყოლება ღირსეული საკრებულო, ღირსეული თვითმმართველობა და თითოეული მოქალაქის საჭიროებაზე ორიენტირებული პოლიტიკოსები იქნებიან თვითმმართველობაში. წარმატებები ყველას! წარმატებები, რა თქმა უნდა, ჩემს გუნდს“, – განაცხადა ირაკლი ლაგვილავამ.

„ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მიხედვით, ირაკლი ლაგვილავას ადგილმონაცვლე გიორგი კორტავა იქნება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ზუგდიდის 2021 წლის მოწვევის საკრებულოში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 22 მანდატი მოიპოვა, 20 მანდატი აქვს „ქართულ ოცნებას“, ხოლო 3 – „გახარია - საქართველოსთვის“.

ზუგდიდის საკრებულომ თავმჯდომარე დღესაც ვერ აირჩია, რადგან სხდომა კანდიდატების დასახელებამდე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]