weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ზუგდიდსა და წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა კიდევ გადაიდო

14:27 პარასკევი, 10 დეკემბერი 2021

ხზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს თავმჯდომარე დღესაც ვერ აირჩიეს. სხდომიები ერთ კვირაში, 17 დეკემბერს ჩატარდება.

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა, თავმჯდმარეობის კანდიდატების დასახელებამდე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დატოვეს, რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სანდრო სორდიამ კრიზისისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად შეაფსა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თემურ ბასილაიას განცხადებით, კრიზისი უკვე შექმნილია და ის ხელისუფლებამ გამოიწვია.

„ჩვენი გუნდური გადაწყვეტილებაა, რომ დავტოვოთ დარბაზი. ეს არის კრიზისის მოცემულობა, რომელიც ჩვენგან არ მომდინარეობს და ხელოვნურად შეიქმნა არჩევნების შემდგომ ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ მიერ. ეს ყველაფერი მოხდა სისტემის გამო, რომელმაც წაგვართვა მანდატი და ამან შეგვიყვანა იმ ჩიხში, სადაც დღეს იმყოფება საკრებულო. ეს არ არის ზუგდიდიელი საზოგადოების დაკვეთა. იმედია, მომდევნო სხდომისთვის საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენ მივიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თემურ ბასილაიამ სხდომათა დარბაზიდან გასვლამდე. 

დღესვე, საკრებულოს მიერ ცნობად იქნა მიღებული საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაფუძნება, რომლის თავმჯდომარე თეიმურაზ ბასილაია, მოადგილე კი კახაბერ ჩანგელია იქნება.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის გადადების ინიციატივით პარტიის „გახარია - საქართველოსთვის“ წევრი გონერი კვარაცხელია გამოვიდა. მისი თქმით, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი უნდა გადაწყდეს პარტიების შეთანხმების, კომპრომისული გადაწყვეტილების მიღების გზით.

„სამწუხაროდ, შეთანხმება ჯერჯერობით არ არის მიღწეული. ამიტომ, ძვირფასო კოლეგებო, გთხოვთ, საკრებულოს სხდომა გადაიდოს ერთი კვირით და ერთი კვირის შემდეგ თუ ვერ მოხერხდა შეთანხმება, ჩვენი პარტია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გონერი კვარაცხელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ავთანდილ გაბელიამ დაადასტურა, რომ პარტიებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს და ამ პროცესში მისი პარტიაც მონაწილეობს. 

თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, როგორც წალენჯიხის, ისე ზუგდიდის საკრებულოში სახელისუფლებო პარტიამ უმრავლესობა დაკარგა. გადამწყვეტი ხმები ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას აქვს. 

ახალარჩეული საკრებულოები დღეს მეორედ შეიკრიბნენ. 

 

ამ თემაზე:

მისაღებია, რომ საკრებულოს თავმჯდომარეები გახარიას პარტიის წევრები იყვნენ – მელია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]