weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

რუსეთი ითხოვს, ნატო-მ უარი თქვას უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების დაპირებაზე 

12:55 შაბათი, 11 დეკემბერი 2021

რუსეთის ფედერაცია ითხოვს, გაუქმდეს 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უკრაინა და საქართველო ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო/NATO) წევრები უნდა გახდნენ. 

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, აუცილებელია რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით დიალოგი დაიწყოს დღეს, როდესაც რუსეთსა და კოლექტიურ დასავლეთ შორის ურეთიერთობები განაგრძობს დეგრადაციას და კრიტიკულ ნიშნულამდე დავიდა. 

საგარეო უწყების განცხადებით, აბსოლუტურად მიუღებელია რუსეთთან დაპირისპირება, რის საბაბად უკრაინაში შექმნილი ვითარება გამოიყენება. 

„იმის ნაცვლად, რომ შეაკავონ თავიანთი უკრაინელი პროტეჟები, ნატო-ს ქვეყნები კიევს აგრესიული ნაბიჯებისკენ უბიძგებენ. შავ ზღვაში შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების გახშირებული დაუგეგმავი წვრთნების სხვაგვარად ინტერპრეტირება შეუძლებელია. ნატო-ს წევრი ქვეყნების თვითმფრინავები, მათ შორის სტრატეგიული ბომბდამშენები, რეგულარულად ახორციელებენ პროვოკაციულ ფრენებს და სახიფათო მანევრებს რუსეთის საზღვრებთან. გრძელდება უკრაინის ტერიტორიების სამხედრო ათვისება, ქვეყნის იარაღით აღჭურვა“, – აცხადებს რუსეთის ხელისუფლება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღებულია კურსი უკრაინის ნატო-ში შეყვანის მიზნით, რაც სახიფათოა, რადგან უკრაინის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ სარაკეტო სისტემები, რომელთაც ცენტრალურ რუსეთამდე ფრენის მინიმალური დრო სჭირდებათ, და „დესტაბილიზაციის სხვა იარაღები“. რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ასეთი უპასუხისმგებლო საქციელი ქმნის მიუღებელ საფრთხეებს რუსეთის უსაფრთხოებისთვის და სერიოზულ სამხედრო რისკებს, მათ შორის, ევროპაში მასშტაბური კონფლიქტის რისკს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, როგორც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უსვამს ხაზს, დაჟინებით ითხოვენ, გრძელვადიანი სამართლებრივი გარანტიების შემუშავებას, რაც გამორიცხავს ნატო-ს ნებისმიერ შემდგომ წინსვლას აღმოსავლეთში და რუსეთის დასავლეთ საზღვრებზე შეიარაღების სისტემების განლაგებას, რომლებიც რუსეთს ემუქრებიან.

„ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია, ოფიციალურად უარი ითქვას 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, იმის თაობაზე, რომ „უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები“, რაც ეწინააღმდეგება ეუთო-ს ყველა წევრი-სახელმწიფოს ლიდერების ვალდებულებას – „არ გააძლიერონ საკუთარი უსაფრთხოება სხვების უსაფრთხოების ხარჯზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი დაჟინებით მოითხოვს, იურიდიულად გამყარდეს შეთანხმება რუსეთის მეზობელ ქვეყნებში აშშ-ისა და ნატო-ს სხვა წევრი სახელმწიფოების მიერ თავდასხმითი იარაღის სისტემების, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციას, განუთავსებლობის შესახებ. 

2008 წლის ბუქარესტის სამინისტის გადაწყვეტილების გაუქმების გარდა, რუსეთი ნატოსგან რეაგირებას ითხოვს სამ საკითხზე, რაც, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ევროპაში დაძაბულობის შემცირების მიზნით ადრეც დააყენებს:

  • ოპერატიული წვრთნების ტერიტორიების დაშორება რუსეთ-ნატოს შეხების ხაზიდან შეთანხმებულ მანძილზე; 
  • სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების მიახლოების მაქსიმალური მანძილის შეთანხმება სახიფათო სამხედრო მოქმედებების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში ბალტიის და შავი ზღვის რეგიონებში;
  • თავდაცვის უწყებებს შორის რეგულარული დიალოგის განახლება - რუსეთი-აშშ-ისა და რუსეთი-ნატო-ს ხაზით.

„აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ეუთო, სადაც წარმოდგენილია ევროატლანტიკური რეგიონის ყველა ქვეყანა, არ დარჩეს ევროპის უსაფრთხოების პრობლემების მოგვარების შესახებ დისკუსიების მიღმა. დაჟინებით მოგიწოდებთ, ყურადღებით განიხილოთ რუსეთის წინადადებები და შეთანხმებების მისაღწევად სერიოზულ მოლაპარაკებებს შევუდგეთ , რომლებიც უზრუნველყოფენ ინტერესთა სამართლიან და მყარ ბალანსს ჩვენს საერთო სივრცეში“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

7 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. ბაიდენმა პუტინი გააფრთხილა, რომ დასავლეთი მიიღებს მკაცრ ეკონომიკურ და სხვა ზომებს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. თავის მხრივ, პუტინმა მოითხოვა გარანტიები, რომ ნატო აღმოსავლეთით მეტად არ გაფართოვდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]