weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთს უპასუხა

14:03 შაბათი, 11 დეკემბერი 2021

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 10 დეკემბერის განცხადებას, რომელშიც რუსეთი ითხოვს, ნატო-მ უარი თქვას 2008 წლის დაპირებაზე, რომ ერთ დღეს უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ყველა დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი კურსი, რუსეთი კი ცდილობს აღადგინოს სისტემა, სადაც სხვისი არჩევანის გაკონტროლება შეეძლება.

„ჩვენი ურთიერთობა უკრაინასთან უცვლელია და ფუნდამენტური პრინციპია, რომ ყველა ერს აქვს უფლება, აირჩიოს თავისი კურსი. ეს გაწერილია მრავალ დოკუმენტსა და შეთანხმებაში, რომელთა ხელმომწერი არის რუსეთიც, მათ შორის 1975 წლის ჰელსინკის დასკვნით აქტში, პარიზის ქარტიაში და მრავალ სხვა დოკუმენტში, სადაც მკაფიოდ ნათქვამია, რომ ყველა დამოუკიდებელ სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი კურსი, მათ შორის ის, თუ რა ტიპის უსაფრთხოების შეთანხმებაში სურს მონაწილეობა. 

ნატო-ს ურთიერთობები უკრაინასთან მხოლოდ ალიანსის 30 მოკავშირისა და უკრაინის მიერ გადაწყდება და სხვა არავის მიერ. 

ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ის, რომ რუსეთი ცდილობს, აღადგინოს სისტემა, სადაც რუსეთის მსგავს დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები, სადაც მათ შეუძლიათ, გააკონტროლონ ან გადაწყვიტონ, რისი გაკეთება შეუძლიათ სხვა წევრებს. ეს არის მოკლე პასუხი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ნატო რუსეთთან სასაუბროდ დაჯდება, თუმცა კომპრომისი არ შეეხება ყველა ერის უფლებას, თავად აირჩოს საკუთარი გზა.

 

ამ თემაზე:

ნატო-ში გაწევრიანება ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილებაა – საქართველოს საგარეო უწყება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]