weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეებს ახსოვდეთ, სამხედრო დანაშაული დაისჯება – ცხინვალი

23:27 ოთხშაბათი, 15 დეკემბერი 2021

ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ სახელმწიფო საზღვრის განზრახ უკანონო გადაკვეთის შემთხვევები გახშირდა.

დე ფაქტო ხელისუფლება 9 დეკემბერს დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის, გორის მცხოვრებლების – 44 წლის კახაბერ ნათაძის და 38 წლის ვლადიმერ კანიაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„ერთ-ერთის პირადი ჩხრეკისას ნაპოვნი იქნა დაახლოებით ერთი გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. 15 დეკემბერს დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე (საზღვრის უკანონო კვეთა) და 299.1 (ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებზე“, – აცხადებს დე ფაქტო ხელისუფლება.

ე.წ. კომიტეტის განცხადებაში არაფერია ნათქვამი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, ყოფილი ჯარისკაცის, მამუკა ჩხიკვაძის შესახებ, რომლის უკანონო დაკავების თაობაზე 12 დეკემბერს გახდა ცნობილი. ამასთან, კომიტეტი აცხადებს:

„იმ პირებს, რომლებიც ჩართული იყვნენ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიაში და მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში, დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა და სირიაში, ნაციონალისტური და ტერორისტული ორგანიზაციების შემადგენლობაში, ახსოვდეთ იმის შესახებ, რომ სამხედრო დანაშაულებები უნდა იქნეს და იქნება დასჯილი, ხანდაზმულობის ვადის მიუხედავად“.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩხიკვაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აიყვანეს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერი, დავით ქაცარავა აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, მამუკა ჩხიკვაძეს ცხინვალის ციხეში სასტიკად სცემეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]