weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

სავალდებულო სამხედრო სამსახური უნიკალური გამოცდილებაა – ბრეგაძე

19:02 პარასკევი, 17 დეკემბერი 2021

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში გამოსვლის დროს სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირა. მისი თქმით, ეს უნიკალური გამოცდილებაა, რომლის შანსიც ადამიანს ერთხელ ეძლევა ცხოვრებაში.

„შესაძლოა, აქ არის ხალხი, ვინც ამ აზრს არ ეთანხმება, თუმცა ვფიქრობ, ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც ჯანმრთელობა ამის შესაძლებლობას აძლევს, უნდა მოიხადოს სამხედრო სავალდებულო სამსახური ქვეყნის წინაშე, იმიტომ, რომ ეს არის ნამდვილად უნიკალური გამოცდილება, რომლის შანსიც ადამიანს ერთხელ ეძლევა ცხოვრებაში. ბუნებრივია, იუსტიციის სამინისტრო ამ მიმართულებით, იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების, მეშვეობით მუშაობს და კიდევ უფრო აქტიურად იმუშავებს მოსახლეობაში ჯარის პოპულარიზაციის კუთხით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დამკვიდრდა დევიზი „ყველაფერი საუკეთესო ჯარს“.

„რა გავაკეთეთ იუსტიციის სამინისტროში ამ მიმართულებით: პირველივე ნაბიჯი, რაც გადავდგით, იყო ხელფასების გაზრდა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურებისთვის, რომლებიც არიან იუსტიციის სამინისტროში, კერძოდ, პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს ბიჭები ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ბუნებრივია, მათ სჭირდებათ სათანადო დაფასება. მეორე იყო რეკრუტირების ცენტრების გახსნა იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში და დღეს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია თავდაცვის ძალებში სამსახურით, შეუძლია, რომ იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მიიღოს სული ინფორმაცია და სურვილის შემთხვევაში ჩაეწეროს თავდაცვის ძალების რიგებში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]