weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა 12 იანვრამდე გადაიდო 

15:32 პარასკევი, 24 დეკემბერი 2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი უნდა განიხილონ, დღეს კიდევ ერთხელ გადაიდო და ის 12 იანვარს ჩაინიშნა. დღევანდელ სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 22, პარტია „გახარია - საქართველოსთვის და ქართული ოცნების თითო-თითო წევრი არ გამოცხადდა, შესაბამისად, კვორუმი ვერ შედგა. 

„სხდომას ესწრებოდა 21 დეპუტატი და უნდა ყოფილიყო მინიმუმ 23. შემდეგ უქმეებია, შობა-ახალი წელი მოდის და საკრებულო 12 იანვარს შეიკრიბება. მანამდე გაგრძელდება კონსულტაციები და იმედს ვიტოვებ, რომ ეს კრიზისი აღმოიფხვრება. შემდეგ სხდომაზე „ქართული ოცნება“ საკრებულოს თავმჯდომარეობის თავის კანდიდატს წარმოადგენს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი გოგოხიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატურის დასახელებას აპირებს ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიაც. 

„ზუგდიდის მოსახლეობის უმრავლესობამ ხმა მისცა ოპოზიციურ ძალებს და შესაბამისად, მთავარი პრინციპია, რომ საკრებულო ოპოზიციამ დააკომპლექტოს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თემურ ბასილაიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრის, მაია კალანდიას თქმით, ამ საკითხზე გახარიას პარტიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. 45 მანდატიდან 22 „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა, 20 მანდატი აქვს „ქართულ ოცნებას“, ხოლო 3 – „გახარია - საქართველოსთვის“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]