weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

უკრაინა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს სააკაშვილს პატივისცემით მოეპყროს

10:34 ოთხშაბათი, 29 დეკემბერი 2021

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ციხეში გადაყვანის მცდელობა არასათანადო წესით განხორციელდა. როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ამ გადაწყვეტილების შესახებ სააკაშვილის ადვოკატები არ იყვნენ ინფორმირებული. 

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა. მას შემდგომი რეაბილიტაცია სჭირდება.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივისცემით მოეპყროს უკრაინის მოქალაქეს და არ დაუშვას ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“,
ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს
განცხადებაში.

მათივე თქმით, საქართველოში მყოფი უკრაინელი დიპლომატები ვითარებას ყურადღებით ადევნებენ თვალს, მუდმივი დიალოგი აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან. საქართველოში უკრაინის საელჩოს კონსული დღეს სააკაშვილს შეხვდება. 

„ქართულმა მხარემ სააკაშვილთან უნდა დაუშვას უკრაინელი ექიმები მისი გასინჯვის მიზნით.

ვენ ვაგრძელებთ მუშაობას უკრაინაში მის დაბრუნებაზე ჰუმანიტარული მიზეზების გამო მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით. ასეთი ნაბიჯის აუცილებლობა აშკარაა“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, პირველი ოქტომბრიდან პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 27 დეკემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, გორის ჰოსპიტლიდან მისი გადაყვანა ძალით სცადეს, რასაც წინააღმდეგობა გაუწია, გაითიშა და დროის გარკვეული მონაკვეთი აღარ ახსოვს. სააკაშვილის თქმით, ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზისი, რომელიც ოდესმე ჰქონია. მისი ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის ციხეში ფსიქო-ნევროლოგიური სტატუსის განსაზღვრის გარეშე მიჰყავდათ.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა 27 დეკემბერს დასრულდა და ის დაწესებულებიდან გაწერეს, რის შემდეგაც მასთან სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ და რუსთავის ციხეში გადაყვანის შესახებ აცნობეს. ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, აღელდა, რის გამოც წნევის ცვალებადობა აღენიშნებოდა და „შესაბამისად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გადაყვანის დროებით გადავადების შესახებ“. შეკითხვაზე, რა დროით გადაიდო სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა, მინისტრმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციის შედეგად მიიღებენ. ამასთან, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, პატიმრის გადაყვანის საკითხი ადვოკატებთან არ თანხმდება. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]