weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სააკაშვილი ციხეში კანონის დაცვით გადაიყვანეს

12:55 ხუთშაბათი, 30 დეკემბერი 2021

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში კანონის სრული დაცვით არის გადაყვანილი. სახელმწიფო უწყებამ ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ათი საათის შემდეგ დაადასტურა.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 30 დეკემბერს მსჯავრდებული/ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლიდან“ გადაყვანილია №12 პენიტენციურ დაწესებულებაში“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

უწყება არაფერს ამბობს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში წუხელ გადაიყვანეს ისე, რომ ამის შესახებ პატიმრის ადვოკატები წინასწარ არ გაუფრთხილებიათ. მანამდე სააკაშვილი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, საბა ბრაჭველმა მოინახულა, თუმცა მას სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება არ მიეცა. ბრაჭველის თქმით, 27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს ახალი დიაგნოზი დაუსვეს, რომლის გახმაურებისგან სახალხო დამცველის წარმომადგენელმა თავი შეიკავა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პირველად სწორედ 27 დეკემბერს სცადა მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში დაბრუნება, თუმცა პატიმრის წინააღმდეგობის გამო ეს პროცესი გადაიდო. სააკაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სტრესულ მდგომარეობაშია და მისი ჯანმრთელობის გათვალისწინებით პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა დაუშვებელი იყო. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]