weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

მიხეილ სააკაშვილი უმცროსი შვილის, ელის მარიას შესახებ წერს

12:13 პარასკევი, 31 დეკემბერი 2021
ფოტო მიხეილ სააკაშვილის Facebook-ზე გამოქვეყნდა ფოტო მიხეილ სააკაშვილის Facebook-ზე გამოქვეყნდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან ახალი წლის მისალოც წერილს აქვეყნებს. სააკაშვილი საჯაროდ პირველად წერს უმცროსი შვილის, ელის მარია სააკაშვილის შესახებ, რომელიც მას მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან ჰყავს. 

როგორც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, ფიზიკურად დასუსტებულია, მაგრამ მორალურად მხნედ არის და ოპტიმიზმს არ კარგავს.

„31 დეკემბერი განსხვავებული დღეა. დღე, რომელიც ყველას გვაერთიანებს და ერთნაირად გვიყვარს დიდსა თუ პატარას. ის მხოლოდ საუკეთესო მოგონებებსა და კეთილ სურვილებს აცოცხლებს. ამიტომაც, მინდა მოგილოცოთ განურჩევლად ყველას, რადგან ეს დღე ყველასია - იწყება ახალი წელი და ჩნდება ახალი შანსი შეცვალო, გააუმჯობესო, გააკეთილშობილო! მიდის ძველი წელი და გეძლევა შანსი, რომ განვლილ წელში დატოვო ყველაფერი ის, რაც აქამდე არ ან ცუდად გამოგდიოდა! წარსულში დატოვო მტრობა, შუღლი, დაპირისპირება - ის, რაც განგრევს შიგნიდან და ანგრევს გარეთ შენს ქვეყანას.

ყველას გისურვებთ, ახალი 2022 წელი ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს პირადად თქვენთვის და თქვენი სამშობლოსთვის!

ეს პირველი ახალი წელია, რომელსაც ციხეში ვხვდები, მაგრამ შევეცადე ოპტიმიზმი მაინც არ დამეკარგა და ამაშიც მეპოვნა სიკეთის მარცვალი. დიახ, სამაგიეროდ, წელს პირველი წელია, როდესაც ტელევიზორის ეკრანიდან თავის დედიკოსთან ერთად სცენიდან მოგვესალმება „მთავარი არხის“ საახალწლო კონცერტის ყველაზე პატარა მონაწილე, ელის მარია სააკაშვილი. ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და ყველაზე უმცროსი შვილი. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მაქვს და ჩემი ახალი წელი სხვებისგან გამორჩეულია არა ციხის კედლებით, არამედ ჩემი საყვარელი გოგოს სატელევიზიო დებიუტით.

და კვლავ, გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. 2022 წელს აუცილებლად უნდა შევცვალოთ ყველაფერი ისე, რომ ჩვენი შვილები უფრო ლაღები და ბედნიერები გახდნენ! გილოცავთ! მრავალს დაესწარით!“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ, პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების შემდეგ გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატ ლიზა იასკოსთან ერთად „ახალ ცხოვრებას, ახალ ოჯახს იწყებს“. სააკაშვილი მადლობას ამბობდა ყველა წინა ურთიერთობისთვის.

ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა თქვა, რომ ვიდეოს შინაარსი მისთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი „სრულიად მიუღებელი“.

მიხეილ სააკაშვილსა და სანდრა რულოვსს ორი საერთო შვილი – ედუარდი და ნიკოლოზი ჰყავთ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]