weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გახარიას პარტიიდან ზუგდიდის საკრებულოს წევრს და მის არასრულწლოვან შვილს თავს დაესხნენ

14:47 პარასკევი, 31 დეკემბერი 2021

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრსა და ექსპრემიერ გიორგი გახარიას თანაპარტიელს, მალხაზ თორიას ჯგუფურად თავს დაესხნენ. როგორც თორია ცხადებს, მას და მის არასრულწლოვან შვილს იარაღის მუქარით ფიზკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა კახაბერ ქემოკლიძემ და შინაგან საქმეთა სამინისტროს თავდამსხმელების იდენტიფიცრებისა და პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდა.

„გუშინ, გვიან საღამოს, ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ლიდერზე, სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელსა და ზუგდიდის საკრებულოს წევრზე, მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილზე განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა.

30 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში მალხაზ თორია მის არასრულწლოვან შვილთან ერთად ავტომობილით მისული იყო რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი მამის საფლავზე, რა დროსაც, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მის ავტომანქანას მიუახლოვდა და გზა ჩაუხერგა სამმა ავტომობილმა. მათ შორის ერთ-ერთი იყო BMW-ს მარკის X3 მოდელის ავტომანქანა, მეორე „მერსედესის“ მარკის ლურჯი ავტომობილი, ხოლო მესამე ავტომობილი იყო შავი ფერის, თუმცა მისი მარკის გარჩევა დაზარალებულებმა ვერ შეძლეს. სამივე ავტომობილიდან გადმოვიდა დაახლოებით რვა ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც მიუახლოვდნენ მალხაზ თორიას და ფიზიკურად გაუსწოდნენ როგორც მას, ისე მის არასრულწლოვან შვილს. თავდამსხმელებმა ასევე დააზიანეს ავტომანქანა, დაუჭრეს ოთხივე საბურავი და წაართვეს მობილური ტელეფონი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე მოგვიანებით იქნა ნაპოვნი.

მალხაზ თორია თავმდამსხმელებს ეუბნებოდა, რომ რაღაც ეშლებოდათ, რაზეც თავდამსხმელები პასუხობდნენ, რომ არაფერი შეშლიათ და ზუსტად იქ იყვნენ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ.

ძალადობის მომენტში მალხაზ თორიას პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ მეტს იმსახურებდა, რადგან არასწორი გზა აირჩია და მათ განუდგა. 

როგორც გაირკვა, თავდამსხმელები დღის განმავლობაში გადაადგილდებოდნენ სოფელ კოკში, უთვალთვალებდნენ მალხაზ თორიას სახლს და ეძებდნენ ხელსაყრელ მომენტს თავდასხმისთვის.

მოვითხოვთ ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას, თავდამსხმელების იდენტიფიცირებას და მათ მკაცრად დასჯას. როგორც ჩანს, დაუსჯელობის სინდრომით გათამამებული ხელისუფლება ყველანაირ ზღვარს გასცდა. საუბარია არა მხოლოდ დანაშაულზე, არამედ მორალის და ადამიანობის სრულად წაშლაზე, ისევე როგორც წინა ხელისუფლების ყველაზე ბნელი და მანკიერი პრაქტიკის სრულად ადაპტირებაზე“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება), 151-ე (მუქარა) და 187-ე (სხვისი ნივთის დაზიანება) გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]